გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ NATO და ევროკავშირი თვითმიზანი არ არის
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ამის შესახებ ხალხის ძალის წევრმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნების ყოფილი წევრია, თუმცა ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობაშია. გასული წლის აგვისტოში რამდენიმე დეპუტატთან ერთად მან ანტიდასავლური "სახალხო მოძრაობა", ხალხის ძალა დააფუძნა.
- ისინი სისტემატურად ესხმიან თავს აშშ-ის ელჩს, ავრცელებენ პრორუსულ ნარატივებს, რომ დასავლეთს საქართველოს "ომში ჩათრევა" სურს.
- ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხალხის ძალის ოთხეულს ღირსეულ კოლეგებად მოიხსენიებს და არ ფიქრობს, რომ ისინი ტყუილისა და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან.
- საქართველოს პრეზიდენტმა ხალხის ძალაზე საუბრისას პრემიერსა და მთავრობას მოუწოდა, გაემიჯონ "იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან".
დეტალები: გურამ მაჭარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის ერთიანობა და მშვიდობა სურთ, უნდათ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თანამშრომლობა ევროკავშირთან.
- მაგრამ აქვე კრემლის ნარატივი გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს არ უნდათ "სუვერენიტეტის ხარჯზე, ომის ხარჯზე და იმ არეულობის ხარჯზე, რაც არის დაგეგმილი."
- "NATO არ არის თვითმიზანი, პირდაპირ გეუბნებით, NATO თვითმიზანი არ არის და არც ევროკავშირია თვითმიზანი, ევროკავშირი არის საშუალება, რომ ჩვენ ის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ისედაც ვითარდება, კიდევ უფრო განვავითაროთ", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
- დეპუტატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში დგას, ყველა პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
- "მითხარით ერთი ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია 20% რუსეთის მიერ და უკრაინას ამ დონეზე დაუდგა გვერდით", — თქვა მაჭარაშვილმა.
კონტექსტი: დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა და დეზინფორმაციები ქვეყანას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აბრკოლებს.
- კონსტიტუციაში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
- ასევე, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს.
- გარდა ამისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს.
- მაგალითად, NDI-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 76% უჭერს მხარს, NATO-ში — 74%.
- ამავე ორგანიზაციის 2022 წლის მარტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 71% დადებითად პასუხობს.
- IRI-ის წლევანდელი კვლევით კი, ევროკავშირში გაწევრიანებს სრულად გამოკითხულთა 74% ემხრობა, NATO-ში — 60%.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები