ISIS: დუისელი მუჰმად ბაღაკაშვილი, 27-ე მსხვერპლი
ფოტო: VOA
"ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ საქართველოს რიგით 27-ე მოქალაქე დაიღუპა. ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს, საავიაციო დაბომბვას პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი, 25 წლის მუჰმად ბაღაკაშვილი შეეწირა.
თანასოფლელების თქმით, მუჰმად ბაღაკაშვილი, ჯერ კიდევ, მაისის შუა რიცხვებში დაღუპულა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია პანკისში მხოლოდ მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა.
გუშინ შევიტყვე ეს ცუდი ამბავი, ისე სამი კვირის უკან მომხდარი ამბავია. აქედან იყო წასული და იქ ცხოვრობდა. დაბომბვის დროს ქვეშ მოჰყვნენო, ესენი სახლში ყოფილან
ბაღაკაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 2012 წლიდან ირიცხებოდა. ის პანკისელი ისლამისტების ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის დაჯგუფების წევრი იყო. ბათირაშვილიც ერაყში, ოღონდ ქალაქ შირქათთან, 2016 წლის 14 ივლისს მოკლეს.
ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ბაღაკაშვილების ოჯახმა ქისტური წესის თანახმად უკვე გააღო ჭიშკარი სამძიმრის მისაღებად. გარდაცვლილის მამა აჰმედ ბაღაკაშვილი ამბობს:
"გუშინ შევიტყვე ეს ცუდი ამბავი, ისე სამი კვირის უკან მომხდარი ამბავია. აქედან იყო წასული და იქ ცხოვრობდა. დაბომბვის დროს ქვეშ მოყვნენ, ესენი სახლში ყოფილან."
"ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ მებრძოლი, წარმოშობით ქართველი ისლამისტების რიგებში, 2017 წელს, ეს პირველი მსხვერპლია. სირია-ერაყის ტერიტორიაზე ბოლო ოთხი წლის მანძილზე 27 საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მათ შორის: 2012 წელს - 1, 2013 წელს - 3, 2014 წელს - 6, 2015 წელს - 4, 2016 წელს - 12 და 2017 წელს - 1.
ბოლოს, ერაყის ტერიტორიაზე, 24 წლის დუისელი მუჰმად ხანგოშვილი დაიღუპა, ეს 2016 წლის 15 ნოემბერს, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის შტურმისას მოხდა. მოსულისთვის ბრძოლას, რომელიც 2016 წლის მარტში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, როგორც ერაყის მთავრობისთვის, ისე მოკავშირეებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.
2014 წლის ივლისში, მოსულის აღების შემდეგ, მაშინ "ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ამირამ" აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა, სწორედ მოსულის ალ ნურის დიდ მეჩეთში გამოაცხადა - "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს სახალიფოს" შექმნა. ეს კვაზიწარმონაქმნი დღეს არსებობის ბოლო თვეებს ითვლის.
დაუდასტურებული ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე მყოფი, საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული მცირე ისლამისტური ჯგუფები ამჟამად ალ-ჰავიჯას პროვინციაში, მდინარე პატარა ზაბის გასწვრივ მოქმედებენ.
აქაური ხალხია, დუისიდან დედ-მამა საცხოვრებლად სოფელ ქორეთში არიან გადასულები. ეს ბიჭი ქორეთიდან ხუთი წელია წასულია. იქ დაოჯახდა, დაღესტნელი ლეკის გოგონა ჰყოლია ცოლად და ორი შვილი.
სოფელ დუისის რწმუნებული თამარ მარგოშვილი ამბობს, რომ მუჰმად ბაღაკაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ყოფნისას დაოჯახდა და ერაყში მეუღლე და ორი შვილი დარჩა:
"აქაური ხალხია, დუისიდან დედ-მამა საცხოვრებლად სოფელ ქორეთში არიან გადასულები. ეს ბიჭი ქორეთიდან ხუთი წელია წასულია. იქ დაოჯახდა, დაღესტნელი ლეკის გოგო ჰყოლია ცოლად და ორი შვილი."
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, 2014 წელს შეტანილი ცვლილებებით, "საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობაზე, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირებაზე" სასჯელი გამკაცრდა.
ამ ნაბიჯმა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირა საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" პოტენციური რეკრუტების გადინება, მეორეს მხრივ კი იქამდე წასულ ისლამისტებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი დაუკარგა.
ისლამისტ დავით ბორჩაშვილს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში, სირიიდან დაჭრილი დაბრუნდა, სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ISIS-ის "პანკისის ჯამაათის იმამი" აიუფ ბორჩაშვილი, 2016 წლიდან - 14 წლიან სასჯელს იხდის; მის მიერ გადაბირებული რეკრუტები - გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია კი ციხეში 11 და 10 წელს გაატარებენ.
სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2017)
- 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
- 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
- 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
- 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
- 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
- 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
- 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
- 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
- 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)
- 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
- 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
- 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
- 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015)
- 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
- 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
- 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016)
- 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016)
- 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016)
- 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
- 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
- 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
- 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)
- 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016)
- 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016)
- 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016)
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები