5 ფილმი ყველაზე ცნობილი ნათლიებით
ფოტო: Warner Bros. Pictures; Disney
ნათლია უამრავი ადამიანისთვის ოჯახის წევრივით ახლობელი და ძვირფასია. ამ განსაკუთრებულ კავშირზე არა მხოლოდ საზოგადოება და რელიგია, არამედ უამრავი ანიმაციური თუ არაანიმაციური შედევრიც გვესაუბრება. ამ 5 ნათლიას მაყურებელი მთელს მსოფლიოში მშვენივრად იცნობს და უყვარს, ამიტომ გვგონია, შენც აუცილებლად გეცოდინება. თუკი ეს ფილმები, რაღაც სასწაულის წყალობით, ჯერ კიდევ არ გაქვს ნანახი, მაშინ გირჩევთ, რომ მეტად აღარ გადადო და აუცილებლად გაეცნო.
მაშ ასე, ნახე 5 ფილმი ყველაზე ცნობილი ნათლიებით:
1. კონკიას ფერია ნათლია — კონკია (Cinderella)
ფოტო: Disney
ვის არ გვინატრია ასეთი ნათლია, როცა წვეულებაზე ანდა პაემანზე წასასვლელად მთელი ჩვენი გარდერობი გადმოგვიყირავებია, თუმცა მოსაწონი მაინც ვერაფერი გვინახავს. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, როცა თავს სრულიად მარტო და დამარცხებულად ვგრძნობთ, რა მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი ადამიანის ყოლა, რომელსაც ჩვენი გამხნევება და სიყვარული შეუძლია.
2. მძინარე მზეთუნახავის ფერია ნათლიები — მძინარე მზეთუნახავი (Sleeping Beauty)
ფოტო: Disney
მძინარე მზეთუნახავის ნათლიები მისთვის არა მხოლოდ გაჭირვების ტალკვესები, არამედ აღმზრდელებიც იყვნენ და საკუთარი შვილივით ევლებოდნენ თავს. აურორას გამო არც საკუთარი ცხოვრების შეცვლასა და ტყეში გადასახლებაზე დაუხევიათ უკან და არც დროებით ჯადოქრობის დათმობაზე, იმისთვის, რომ მათი ნათლული უსაფრთხოდ ყოფილიყო და მალეფისენტს მისთვის არ მიეგნო. ასეთი თავგანწირვა და ერთგულება ზღაპრებშიც კი იშვიათია.
3. მოჯადოებული ელას ნათლია — მოჯადოებული ელა (Ella Enchanted)
ფოტო: Buzzfeed
ყველას კონკიასა და მძინარე მზეთუნახავის მსგავსი ნათლია როდი ჰყავს, ყოველთვის მხსნელად ევლინებოდეს და თავზე ევლებოდეს. ზოგიერთი ნათლია თავადაა გზააბნეული და დაუფიქრებელი. მაგალითად, მოჯადოებული ელას ფერია ნათლია, რომელმაც ახალდაბადებულ ჩვილს "ნიჭად" მორჩილება დაანათლა. საბრალო ელას უწევდა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა, სანამ ერთ დღესაც საკუთარ თავში ძალა და სიყვარული არ იპოვა.
4. სირიუსი — ჰარი პოტერის ფილმები (Harry Potter Franchise)
ფოტო: Warner Bros. Pictures
სირიუსი ჰარის პოტერის ნათლია და გარდაცვლილი მშობლების საუკეთესო მეგობარი იყო, რომლის სახითაც ჰარიმ თითქოს ოჯახი იპოვა, სანამ მის თავს ისევ არ წაართმევდნენ. ამის მიუხედავად, ის სიყვარული და მხარდაჭერა, რაც სირიუსმა ჰარის ხანმოკლე დროში აგრძნობინა, მას მთელი სიცოცხლე დამცველ თილისმად გაჰყვა თან.
5. ვიტო კორლეონე — ნათლია (The Godfather)
ფოტო: Giphy
დონ ვიტო კორლეონე სინამდვილეში მხოლოდ ჯონი ფონტეინის ნათლია იყო, თუმცა კიდევ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში ასრულებდა ნათლიისა და მხსნელის როლს. დიდი თუ პატარა მასთან გარბოდა დახმარების სათხოვნელად და თუმცა დონს მაგიური ხრიკები და ჯადოქრობა არ შეეძლო, ბევრისთვის მაინც ჯადოსნური ნათლიის ტიტულით სარგებლობდა, იმდენად ყოვლისშემძლე იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები