რა წერია საქართველოზე ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წელს.
- "რუსეთმა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა სცადა, რათა დაეკავებინა საქართველოს განუყოფელი ნაწილი — აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და გადაედგა ნაბიჯები მათი დე ფაქტო ანექსიისკენ, განედევნა ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და დაეყო საზოგადოებები საოკუპაციო ხაზებით", — წერია დოკუმენტში.
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს განაგრძოს მოთხოვნა, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
- "დაუსჯელობა, რომელიც მოჰყვა 2008 წლის საქართველოში შეჭრას, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც დაუშვა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ";
- "უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ თავისუფლებას მოუტანს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს, მათ შორის, დონბასსა და ყირიმს, არამედ ბელარუსს და გადამწყვეტი იქნება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის".
ანგარიში მოწოდებებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს მოამზადოს საფუძვლიანი ანგარიში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ.
- ევროპარლამენტი მოუწოდებს EEAS-ს, გამოავლინოს და აცნობოს დებულებების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული რუსეთის ფედერაციის მიერ და წარადგინოს რეკომენდაციები, რომლებმაც შეიძლება, აიძულოს რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს ისინი.
- "კერძოდ, თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაუშვას ქვეყანაში არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და ევროკავშირისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის უფლება მისი მანდატის შესაბამისად", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროინტეგრაცია: დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის.
- რაც შეეხება საქართველოს — ევროპარლამენტი მოუწოდებს ქვეყანას მიენიჭოს სტატუსი კომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტების დაცვის შემთხვევაში.
- ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და კომისიას, რაც შეიძლება მალე დაიწყონ გაწევრიანების მოლაპარაკებები ახალ კანდიდატ ქვეყნებთან კომისიის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ.
- დოკუმენტში კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია.
- "ადასტურებს თავის ერთგულებას გაფართოებისადმი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და რომელიც ახლა ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია სტაბილურობისთვის, ძლიერი და ერთიანი ევროკავშირი".
- ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, ხელშესახებად შეასრულოს კომისიის მიერ შედგენილი და ევროპული საბჭოს მიერ 2022 წლის 23 და 24 ივნისის დასკვნებში დამტკიცებული პრიორიტეტები.
გარდა ამისა, ევროპარლამენტში მიესალმებიან კომისიის მიერ გამოცხადებულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად, როგორებიცაა შიდა ბაზარზე წვდომა და როუმინგის საფასურის მოხსნა.
- იმედოვნებენ, რომ იგივე ზომები გავრცელდება მოლდოვისა და საქართველოს მიმართ — "თანაბრად სჭირდებათ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის ძლიერი სიგნალები და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმ ძლიერი დესტაბილიზაციური ძალების გათვალისწინებით, რომლებიც ემუქრებიან მათ დემოკრატიებს";
- ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ერთგულებას, უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და უპირობოდ გავიდეს საერთაშორისოდ აღიარებული მთელი უკრაინის ტერიტორიიდან და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან, კერძოდ, საქართველოდან და მოლდოვიდან
- ევროპარლამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ უმკაცრესად გმობენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის დამხმარე როლს ბელარუსში.
- "მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს მარცვლეულისა და სხვა ნედლეულის თავისუფალი ნაკადი მთელ მსოფლიოში";
- "მოუწოდებს საბჭოს, ცნოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც იყენებს ტერორიზმის საშუალებებს";
- "მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ლეგიტიმურ საერთაშორისო და ეროვნულ პროცესს, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის შესაბამისად, რათა გამოიძიონ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები, რათა სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც პასუხისმგებელია უამრავ სამხედრო დანაშაულზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათ შორის უკრაინელების მასობრივ გაუპატიურებასა და იძულებით დეპორტაციაზე";
- "კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს მოუწევს, აანაზღაუროს ყველა ის ზიანი და ნგრევა, რომელიც მან მიაყენა უკრაინას";
- "აღნიშნავს, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე ტოვებს რუსეთს გაწვევის თავიდან აცილების მიზნით. მოუწოდებს, რომ ყველა, ვინც ნებაყოფლობით დაეხმარა რუსეთს ამ ომში ან არალეგიტიმური რეფერენდუმების ორგანიზებაში, პასუხისგებაში მიეცნენ და ინდივიდუალურად დასანქცირდნენ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები