ნიკა მელია

22 Jan. 2023, 00:58

დამარცხების შემთხვევაში მე გამარჯვებულს მივულოცავ და ცენტრალური მმართველობიდან, რა თქმა უნდა, განზე გავალ. პარტიაში დავრჩები. მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ვის აქვს იმის უფლება, თავში აზრად გაივლოს, რომ შეიძლება, ამ ბრძოლას განერიდოს. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ეს სხვა კანდიდატებმაც უნდა თქვან. მე შემთხვევით არ ვახსენებ და არ ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ, რომ შეინიშნება ტენდენცია რიგი კანდიდატების მხრიდან, რომ ისინი უკვე ცდილობენ არჩევნების შედეგების უარყოფას. აუდიო ფარული ჩანაწერების გავრცელება ხომ მანკიერებაა და კონკრეტული დანაშაულია, მაგრამ ამის თვე ნახევრით ადრე გავრცელება და ტარება აქეთ იქით, უფრო მძიმე დანაშაულია...

ადამიანები მე დავინახე გარშემო, რომლებიც ემზადებიან პარიის შედეგების უარყოფას და არალეგიტიმურად გამოცხადებას. ეს საერთოდ მომაკვდინებელი იქნება პროცესისთვის და ქართული ოცნების წისქვილზე დაასხამს წყალს.

გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგალითად, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კავშირშია ბატონ მერაბიშვილთან, ჩემი დაკვირვებით და შეფასებით, არის ბატონი მუმლაძე. 24 საათი საუბრობს, რომ ეს პროცესი არის ყალბი, ეს პროცესი არ არის ლეგიტიმური და ასე შემდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…