ვოლოდიმირ ზელენსკი

23 Jan. 2023, 23:30

დღეს ჩვენ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ შეგვიძლია, დავძლიოთ ეს ბოროტება უკრაინის მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა იპოვა ტერორისტული მოკავშირე, ირანის რეჟიმის სახით, რომელიც კრემლს იარაღს აწვდის.

ჩვენი სამხედროების სიმამაცის წყალობით, რომლებიც აკავებენ ოკუპანტებს და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების დამსახურებით, რომლებიც ახერხებენ მსოფლიოს კონსოლიდაციას თავისუფლების დასაცავად, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოვიგოთ ეს ბრძოლა.

მაგრამ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, უნდა შევინარჩუნოთ მთელი ჩვენი გამძლეობა და ძალა. ეს იგივეა, რომ დაიწყო საკუთარი ბიზნესი და ყოველდღე იმუშაო დილიდან საღამომდე, რათა ერთ დღეს შეამჩნიო, როგორ უახლოვდება თქვენი ოცნება რეალიზებას, როდესაც საბოლოოდ გექნებათ საკუთარი მოქმედი ბიზნესი.

ვისაც აქვს ეს გამოცდილება, საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და ოცნებების განხორციელების, არასოდეს დაივიწყებს, რა ძალისხმევა ღირს ეს. [...]

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულია, ყაჩაღობა სუფევს. რასაც ვერ ანადგურებენ, იპარავენ და რუსეთში მიაქვთ.

რუსები უკრაინელ ფერმერებს მარცვლეულსა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ჰპარავენ. ოკუპანტები ანადგურებენ ქარხნებს და ახორციელებენ ტექნიკის ექსპორტს რუსეთში. ძარცვავენ საწყობებს, მაღაზიებს და სახლებს, იტაცებენ ადამიანებს — ისინი ადამიანებს რესურსად ხედავენ. დაახლოებით, 2 მილიონი უკრაინელი წაიყვანეს რუსეთში — დეპორტირებულები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…