შსს ამბობს, რომ დაკავებულს დაზიანებები ყოფილმა პოლიციელმა მიაყენა და არა - მოქმედმა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებულმა დ.გ-მ ფიზიკური დაზიანებები დაკავებამდე მიიღო და მას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია. თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ დ.გ-ს დაკავებისას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მას სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მთავარმა პროკურატურამაც დაიწყო.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით თავისი ვერსია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დ.გ.-მ 5 ივნისს, გლდანში სცადა მოქალაქე ი.ქ.-ს დაყაჩაღება. ი.ქ. არის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს გავლილი სპეციალური მომზადება, მან ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია დ.გ.-ს, განაიარაღა ის და გამოიძახა პოლიცია. შსს-ს ცნობით, განიარაღების დროს ი.ქ.-მ და დ.გ.-მ, მიიღეს სხეულის დაზიანებები.
სამართალდამცავი უწყებისვე თქმით, იზოლატორში შესახლების დროს დ.გ.-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თავად მოაწერა ხელი.
საქართველოს სახალხო დამცველმა 7 ივნისს, დ.გ.-ზე დაყრდნობით თქვა, რომ დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა დ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, მას ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. ომბუდსმენმა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.
აცხადებენ, რომ იმ პოლიციელის მიმართ, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, პრეტენზია არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ შსს-მ ინფორმაცია პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლეებული განცხადებების შემდეგ გაავრცელა.
"ბრალდებულს პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, რაც დაადასტურა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას," - აღნიშნავენ შსს-ში. უწყების ცნობით, ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თავად მოაწერა ხელი.
რამდენიმე საათის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი იძიებდნენ პოლიციელის მხრიდან შესაძლო ძალადობას. კერძოდ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა დ.გ.-მ 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით დილის 3–დან 4 საათზე დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა. დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები