Art Weekend - ქართველი ახალგაზრდების არაკომერციული საგანმანათლებლო პროექტი
თანამედროვე ეპოქაში ფორმალური განათლება საკუთარი თავის რეალიზებისთვის საკმარისი აღარ არის. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უნივერსიტეტსა თუ სკოლაში მიღებული განათლების გარდა, საკუთარი ნებითა და ძალებით, სხვადასხვა საკითხებში ზოგადი ცოდნა გაიღრმაონ. ამას კარგად ხვდებიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც 2014 წელს საგანმანათლებლო პროექტი Art Weekend დააფუძნეს.
Art Weekend თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტების პროექტია და პირველად 2014 წელს ჩატარდა. პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების ინტერესები ფორმალური გარემოდან არაფორმალურ, უშუალო გარემოში გადაიტანოს და საშუალება მისცეს მათ, მოისმინონ მათთვის საინტერესო ლექციები მათთვის საინტერესო სპიკერებისგან.
ამასთან, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ განიხილონ ის თემები, რომელსაც უნივერსიტეტში ნაკლებად ეხებიან და იმსჯელონ მოწვეულ სტუმრებთან ერთად. სტუმრები ძირითადად არა ლექტორები, არამედ ზოგადად წარმატებული და საინტერესო პირები არიან. მაგ: წამყვანები, მსახიობები, კრეატიული ადამიანები, მწერლები, პოეტები და ა.შ.
Art Weekend-ზე ინტელექტუალური საუბრების გარდა, მუსიკაც მნიშვნელოვანია. წელს პროექტს ცნობილი ქართული ჯგუფი არა დახურავს.
პროექტი წელს მეოთხედ ტარდება და ახალგაზრდებში უკვე დიდ ინტერესს იწვევს. 2014-2015 წლებში Art Weekend-ს სალომე ბენიძე, ნიკო ნერგაძე, ზაზა შათირიშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნიკა მაჩაიძე,ლევან გიგინეიშვილი, რეზო კიკნაძის ბენდი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები - გიორგი კეკელიძე, ზაალ ჩხეიძე, ნიკოლოზ ალექსიძე და სხვები სტუმრობდნენ.
Art Weekend 2017-ის სტუმრების სია
ფესტივალზე არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მსურველებს არც ბილეთების შეძენა მოუწევთ, რადგან პროექტი თავიდან ბოლომდე არაკომერციულია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, არც მოწვეული სპიკერები, არც ორგანიზატორები და არც მუსიკოსები, თანხას არ იღებენ. პროექტის ერთადერთი მთავარი მიზანი რამდენიმე დღის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებაა.
ორგანიზატორების თქმით, Art Weekend-ზე დასასწრებად ერთადერთი მოთხოვნა არსებობს: მაქსიმალურად ისიამოვნოთ პროექტით, მოწვეული სპიკერებით და გარემოთი.
"ვფიქრობთ ცხელ ზაფხულში, ფინალურ გამოცდებამდე ეს იდეალური შესაძლებლობაა საინტერესოდ გაატაროთ კვირის ბოლო. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გამაგრილებელი სასმელებით, ჩიფსებით, სასიამოვნო გარემოთი, კარგი ლექციებითა და არაჩვეულებირვი მუსიკით გაგიმასპინძლდებით", ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
Art Weekend-ი ცხრა, ათ და თერთმეტ ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასწრება თავისუფალია. პროექტს ლევან გიგინეიშვილი გახსნის და ის ჰარპერ ლის საკულტო ნაწარმოების, ნუ მოკლავ ჯაფარას შესახებ ისაუბრებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები