უკრაინელი სამხედროები სოლედარიდან გავიდნენ
ფოტო: MAXAR
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ ადგილობრივ მედიებს განუცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სოლედარი დონეცკის ოლქის პატარა ქალაქია, რომლისთვისაც ბოლო დროს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.
- 11 იანვარს რუსულმა სამხედრო დაჯგუფებამ, ვაგნერმა განაცხადა, რომ სოლედარი აიღეს, რაც არცერთი წყაროთი არ დადასტურებულა.
- 13 იანვარს იმავეს მტკიცება დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, თუმცა უკრაინამ განაცხადა, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
- ომის კვლევის ინსიტუტის ბოლო ანგარიშით, ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებდა იმაზე, რომ უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებდნენ ქალაქში ორგანიზებულ თავდაცვას.
დეტალები: ВВС News Ukraine-სთან ჩერევატი ამბობს, პერსონალის სიცოცხლის გადასარჩენად თავდაცვის ძალები გამოვიდნენ სოლედარიდან და წინასწარ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე გამაგრდნენ.
- მისი თქმით, მიუხედავად რიცხოვანი უპირატესობისა, სოლედარის მცველებმა დიდი ზარალი მიაყენეს მტერს: "რაც შეიძლება შევადაროთ აგრესორის დანაკარგებს ჩეჩნეთის ორ ომში".
- სუსილნესთან საუბარში კი ის აღნიშნავს, რომ მცველებმა შეასრულეს მთავარი ამოცანა: "არ მისცეს მტერს საშუალება, სისტემატურად გაერღვიათ ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით და შესულიყვნენ უკანა მხარეს, შემდეგ კი საოპერაციო სივრცეში".
- "თითოეული მეთაური იღებს გადაწყვეტილებებს მისი ჯარების მაქსიმალური სარგებელის საფუძველზე. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც ჩვენს მტერს — სასაკლაოზე დავტოვოთ მებრძოლები. ჩვენ ვცდილობთ მანევრირებას, ცეცხლით შეტევას, მცირე ჯგუფების ტაქტიკის გამოყენებას", — განაცხადა მან.
რაში სჭირდება რუსეთს სოლედარი: რუსეთისთვის სოლედარს სტრატეგიულზე მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს — სურს, ფრონტის ხაზზე 11-თვიანი სრული კრახი როგორმე "წარმატებით" დაასრულოს.
- აგრესორს იმედი აქვს, რომ სოლედარი იქნება პირველი უკრაინული ქალაქი დონბასის ქვანახშირის რეგიონში, რომელსაც დაიპყრობს.
- სოლედარს ახლა ბახმუტის გასაღებსაც ეძახიან — მისი დაპყრობის პერსპექტივა რუსეთის წარმატების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, საგრძნობლად გაიზრდება საშიშროება, რომ ბახმუტიც დაეცემა.
- სამხედრო ექსპერტები განმარტავდნენ, რომ, თუ რუსები ჩრდილოეთ სოლედარს დაიკავებდნენ, მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, სხვა პოზიციებზე გადავიდნენ, რათა ბახმუტი ნახევარწრეში შეიყვანონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები