შენი ოცნების ავტომობილი — ტოიოტა ცენტრი თეგეტაში ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს
ფოტო: თეგეტა
ბავშვების წარმოსახვით შექმნილი მომავლის ავტომობილები — სწორედ ამ თემატიკას ეთმობა ტოიოტა მოტორ კორპორაციის ხატვის გლობალური კონკურსი, რომელსაც საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ტოიოტა ცენტრი თეგეტაც უერთდება.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს შეუძლია, რომელთა ასაკი 15 წელს არ აღემატება. საკონკურსო ნამუშევარი და შევსებული სააპლიკაციო ფორმა მონაწილეებმა 10 თებერვლამდე ტოიოტა ცენტრი თეგეტაში უნდა წარადგინონ.
მონაწილეები 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაერთიანდებიან. კომპეტენტური ჟიური ადგილობრივ კონკურსში თითო კატეგორიაში 3 გამარჯვებულს გამოავლენს.
"ძალიან გვიხარია, რომ ამ კონკურსით შესაძლებლობა გვაქვს, ქართველი ბავშვების ნამუშევრები მსოფლიოს გავაცნოთ. ბავშვებს შეუძლიათ, თავიანთი ფანტაზიით დახატონ ოცნების ავტომობილი და გლობალური კონკურსის მონაწილეები გახდნენ. მსოფლიო ფინალში მოსახვედრად მონაწილეებმა ჯერ ადგილობრივ კონკურსში უნდა გაიმარჯვონ. კომპეტენტური ჟიური თითოეულ კატეგორიაში 3 ნამუშევარს შეარჩევს. ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ შერჩეული 3 საუკეთესო ნამუშევარი კი მსოფლიო კონკურსზე წარდგება, რომელიც იაპონიაში გაიმართება", — აღნიშნავს თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი.
ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები ტოიოტა ცენტრი თეგეტას ვებგვერდზე განთავსდება, ხოლო მათ ავტორებს ცენტრისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ. რაც შეეხება გლობალურ კონკურსს, გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაა დაწესებული.
ტოიოტას "ოცნების ავტომობილის" ხატვის კონკურსი წელს უკვე მე-16-დ ტარდება. ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულები 2023 წლის მარტში გამოვლინდებიან, ხოლო მსოფლიო კონკურსის შედეგები Toyota Dream Car Art Contest-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის აგვისტოში გამოცხადდება.
ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსს, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ამდე ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოც უკვე მეთექვსმეტე წელია ტრადიციულად უერთდება.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები