თეატრი — სივრცე დახურული ღონისძიებებისა და კერძო წვეულებებისთვის
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
თუკი თეატრში ჯერ არ ყოფილხართ სტუმრად, თქვენამდე მის სივრცეში გამართულ შთამბეჭდავ შოუებზე მაინც მოაღწევდა ხმა. ის ორიოდე თვის წინ გაიხსნა, თუმცა უკვე მოასწრო არაერთი გამორჩეული არტისტის, დასისა თუ ანსამბლის მასპინძლობა. ჟანრობრივად განსხვავებული ამ სანახაობებისთვის კი სივრცე მრავალჯერ ტრანსფორმირდა.
იცოდით, რომ თეატრის გარდაქმნა და მასში კერძო წვეულებების მოწყობა თქვენც შეგიძლიათ, რადგან ეს მულტიფუნქციური სივრცე ღიაა დახურული ღონისძიებებისთვისაც, როგორებიცაა ბიზნესშეხვედრა, კორპორაციული საღამო, დაბადების დღე, ქორწილი თუ სხვა.
"როდესაც თეატრს ვქმნიდით, ვიცოდით, რომ ის უნდა ყოფილიყო ღია ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისა და ექსპერიმენტისთვის. ამასთან ერთად, გვინდოდა, სივრცით სარგებლობა შესძლებოდა ყველას. ამიტომ, ჩვენ თეატრს ვუთმობთ სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებს, კომპანიებსა თუ ცალკეულ ადამიანებს. ჩვენი გუნდი კი იზრუნებს იმაზე, რომ მათი სურვილების გათვალისწინებით, უნიკალური გარემო შეიქმნას და აქ გატარებული დრო სტუმრებს დიდხანს დაამახსოვრდეთ", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
თეატრში ღონისძიების გამართვის მსურველებს თავად შეეძლებათ აირჩიონ ბენდები, მომღერლები თუ არტისტები, რომელთა ხილვაც კერძო წვეულებაზე სურთ. შოუს დადგმასა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხებზე კი თეატრის შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდი იზრუნებს. თეატრის დასი ზაალ ჩიქობავას ხელმძღვანელობით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ქმნის საოცარ მიუზიკლებსა და დადგმებს. შემოქმედებით პროცესში ჩართული არიან სცენარისტები, მსახიობები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, სიმღერისა და ტექსტის ავტორები, კოსტიუმების მხატვრები და ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სხვა ბევრი ადამიანი.
ამასთან ერთად, სივრცე აღჭურვილია განათებისა და ხმის უახლესი აპარატურით, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია თეატრში ყველანაირი გარემო შეიქმნას — მოეწყოს ის როგორც აკადემიური კონცერტისთვის, ისე DJ სეტისთვის.
როგორც იცით, თეატრი Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გამართული საღამოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ვახშამია.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"თეატრში კერძების ხარისხზე ისევე ვზრუნავთ, როგორც შინაარსობრივ ნაწილზე. რეალურად, ჩვენთან ვახშამიც შოუს ნაწილია. ამიტომ მას ღონისძიების შინაარს ვარგებთ და წარმოდგენისა და ვახშმის ერთობლიობით სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ", — ამბობს თეატრის ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.
თეატრში გამორჩეული კერძების შექმნის გარდა, მომსახურების ფორმასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაზეც სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალი ზრუნავს, დავით ერაძის ხელმძღვანელობით.
მულტიფუნქციური სივრცე თეატრი წისქვილი ჯგუფმა ოფიციალურად ნოემბერში წარმოადგინა. ის პირველი Dining Theatre და, ამასთან ერთად, 400-მდე სტუმარზე გათვლილი სივრცეა საქართველოში.
გარდაქმენი თეატრის სივრცე და მოიწყვე დაუვიწყარი წვეულება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები