რა თქვა ბრიტანელმა ფსიქიატრმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი კორნელიუს კატონა დაიკითხა, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
- ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევა პირადად ჩაუტარა 2022 წლის ნოემბერში — ის კლინიკა ვივამედში იმყოფებოდა.
- კატონა აცხადებს, რომ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა პაციენტის ყურადღების, მეხსიერების, მეტყველებისა და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით.
- "პაციენტის გასინჯვის შედეგად აღმოვაჩინე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია", — თქვა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე.
დეტალები: ფსიქიატრმა დაასახელა რამდენიმე მიზეზი რასაც შეიძლება, ნეირო-კოგნიტიური აშლილობა გამოეწვია.
- პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი რეფიდინგი (კვების აღდგენა), ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, მისი აუხსნელი ცხელება, ასევე, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის გამო";
- "ასევე, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა და ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები".
- ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა ადეკვატური არ იყო.
გარდა ამისა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს არ მიუღია რაიმე სპეციფიკური მკურნალობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის წინააღმდეგ.
- კატონა ამბობს, ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება გარემოში, სადაც თავს დაცულად არ გრძნობს, რაც წამყვანია ამ დიაგნოზის შენარჩუნების თვალსაზრისით.
- "ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით, განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც გააჩნიათ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში".
- "მისი პატიმრობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია იქნეს ადეკვატურად ნამკურნალევი".
- "სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს".
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მძიმე, ქრონიკული პაციენტი, ბრიტანელი ფსიქიატრი პასუხობს — დიახ.
- ასევე ადვოკატის კითხვის პასუხად, ის საუბრობს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და სასჯელის მოხდის თვალსაზრისით ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.
- ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ფსიქოთერაპია პენიტენციური სამსახურის მხრიდან თვალთვალისა და მიყურადების პირობებში ვერ ჩაუტარდება და ვიდეომეთვალყურეობის პირობებში მკურნალობა უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.
ამასთან, პენიტენციურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტს ჰკითხეს, თუ სააკაშვილის კოგნიტური მდგომარეობა მართლაც ასეთი ღრმა და გლობალურია, მაშინ როგორ შეუძლია მსჯავრდებულს გაიხსენოს შესაძლო ძალადობის ინციდენტები და დეტალურად, განუწყვეტლივ ისაუბროს მათზე.
- კითხვაზე ექსპერტი აცხადებს, რომ ეს დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტს არაფერი უნდა ახსოვდეს.
- კატონას თქმით, აღნიშნული დიაგნოზის დროს პაციენტებს ძირითადი მოვლენები ახსოვთ, ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გახსენება შეუძლია.
არქივიდან: რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლო შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლომ რამდენიმე ექსპერტი დაკითხა,
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები