ის, რაც ლამინატის იატაკის შესახებ უნდა ვიცოდეთ
ფოტო: დემასი
ხე თბილი, სუფთა და ელეგანტური არჩევანია ნებისმიერი სახლისათვის, ამიტომაც გასაკვირი სულაც არ არის, რომ დღემდე იატაკის ძალიან პოპულარულ მოპირკეთების საშუალებად მიიჩნევა. თუმცა, ბოლო წლებში შედარებით დაბალბიუჯეტიანი ლამინატი, ანუ ლამინირებული იატაკი, იმდენად აქტუალური გახდა, რომ ბევრ ქვეყანაში ხის იატაკსაც გადაუსწრო პოპულარობით. ლამინატი განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს საქართველოშიც. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში, იმ მნიშვნელოვან დეტალებს გაგაცნობთ, რაც ლამინატის შესახებ უნდა იცოდეთ:
ლამინატი ხის ბოჭკოსაგან დამზადებული იატაკის მრავალშრიანი მასალაა, რომელიც ბუნებრივი ხის რეპლიკაციითაა შექმნილი. როგორც წესი, ლამინირებული იატაკი 4 ძირითადი ფენისაგან მზადდება, რომლებიც ძალიან მაღალი ტემპერატურისა და წნევის ურთიერთქმედებით იპრესება.
- ლამინატის ქვედა შრე განაპირობებს ტენიანობისაგან დაცვას და ასევე, უზრუნველყოფს სივრცით სტაბილურობას;
- ძირითადი ნაწილი დამზადებულია მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი დაფისგან, რომელშიც 80%-ზე მეტი სწორედ ხეა, რათა სტრუქტურის სიმკვრივე და გამძლეობა უზრუნველყოს;
- ზედა ნაწილი დეკორატიული, პრემიუმ შრეა, სადაც განთავსებულია დიზაინი, რომელსაც თვალით ვხედავთ;
- ლამინატის ზედა შრე დასრულებულია ინოვაციური გამჭვირვალე დამცავით, რომელიც ზედაპირს ყოველდღიური ცვეთისაგან იცავს. ასევე, ზედაპირის მოვლას ხელს ისიც უწყობს, რომ იგი მყარადაა დალუქული და შესაბამისად მდგრადია ლაქების მიმართაც.
რამდენად გამძლეა ლამინატი?
ლამინირებული იატაკი ძალიან გამძლეა. მაღალი სიმკვრივის ბირთვის დაფა მარტივად უძლებს მძიმე ავეჯს. ლამინატის ზედა ფენა უმკლავდება და რეზისტენტულია ნაკაწრებისა და ფერის გადასვლის მიმართ. სწორედ ამიტომ, ლამინატი საუკეთესო არჩევანია ისეთ ოთახებში, სადაც ადამიანები ხშირად მოძრაობენ და ასევე ისეთ სახლებში, სადაც შინაური ცხოველები ჰყავთ.
რა უპირატესობები აქვს ლამინატს?
- ხელმისაწვდომი ფასი: ლამინატი ხის იატაკის იდეალური და ხელმისაწვდომი ალტერნატივაა, რომელიც ხის მასალის სრულყოფილ რეპროდუქციას გთავაზობთ;
- გამძლე: მაღალი რეზისტენტულობით გამორჩეული ზედაპირი ლამინატის ზედაპირს ლაქების, ნაკაწრების და პირვანდელი იერსახის დაკარგვისგან იცავს;
- მარტივი მოვლის პროცესი: მყარი დალუქული ზედაპირი ლამინირებული იატაკის მარტივ წმენდას უზრუნველყოფს. მტვერსასრუტი და სველი "მოპი" სრულიად საკმარისია ლამინატის იდეალური სისუფთავის მისაღწევად. ლამინატის ერთეულების მჭიდრო განლაგება კი ხელს უშლის მტვრისა და ჭუჭყის დაფებს შორის შეგროვებას;
- ზედაპირის სტაბილურობა: სწორედ ამიტომ, ლამინატს მჭიდროდ მორგებული სახსრები აქვს და შესაბამისად, დაფებიც ძალიან მჭიდროდაა შეკრული, რაც ზედაპირის შესანიშნავ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამიტომაც, ლამინირებული იატაკი მთელს სივრცეში ერთ სიმაღლეზე დგება და საბოლოოდ, ლამაზ, ერთიან ბრტყელ ზედაპირს ქმნის.
როგორ მოვუაროთ ლამინატის იატაკს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლამინატის იატაკი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. თუმცა, თუ ამ რამდენიმე რჩევას მიჰყვებით, მას იდეალურ იერსახეს შეუნარჩუნებთ:
- ყოველდღიურად მოწმინდეთ ან მტვერსასრუტით მოასუფთავეთ;
- კვირაში ერთხელ ან მეტჯერ გაწმინდეთ ტენიანი "მოპით" ან თბილ წყალში დასველებული ქსოვილით და ნეიტრალური სარეცხი საშუალებით;
- მიზანშეწონილია წყლის დაქცევის შემთხვევაში, დიდ ხანს არ დატოვოთ სითხე იატაკზე და დროულად მოწმინდოთ;
- მოერიდეთ უხეში საწმენდი მოწყობილობებისა და საწმენდი საშუალებების გამოყენებას;
- მოათავსეთ სპეციალური რბილი "პადები" ავეჯის ფეხებისა და სკამების ქვეშ.
ავეჯის გადაადგილებისას, აწიეთ ისინი და არ გაახოხოთ.
სად შევიძინოთ ლამინატი?
თუ თქვენც ლამინირებულ იატაკი აირჩიეთ, მაშინ გალერეა დემასი სწორედ ის ადგილია, სადაც ხარისხიანი ლამინატის ფართო არჩევანს იხილავთ.
კოლექციის დათვალიერება შესაძლებელია როგორც სავაჭრო ცენტრში სტუმრობით, ასევე ონლაინ, ვებგვერდის საშუალებითაც.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები