რა ვიცით ჩანაწერზე, რომელიც მელიას გაუვრცელეს — მოკლედ
უკვე რამდენიმე კვირაა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, დამონტაჟებულია, განხილვისა და კრიტიკის საგანია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას საუბრის ფარული ჩანაწერი არსებობდა და მისი გავრცელება იგეგმებოდა, პირველად 2022 წლის 14 დეკემბერს, ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააჟღერა.
- პოლიტიკოსი ამბობდა, რომ ფაბრიკაცია ამ ხელისუფლების იარაღია და მოასმენინეს აუდიო, სადაც მელია სააკაშვილზე "არასასიამოვნო ტერმინოლოგიით" საუბრობდა.
- მისივე თქმით, ჩანაწერს იმ ადამიანებს აჩვენებდნენ, ვინც მელიას მხარს დაუჭერდა.
-
9 იანვარს აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა — ის 2021 წლით იყო დათარიღებული და როგორც ვიდეოზე მიუთითეს, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშია ჩაწერილი.
-
აუდიო მასალაში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, მელია ყოფილ პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების ეშინია.
რას ამბობდა მელია: ენმ-ის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ 18 იანვარს ჩანაწერის გავრცელება მოახლოებულ შიდაპარტიულ არჩევნებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან ვანო მერაბიშვილი დგას.
- მისი განმარტებით, ჩანაწერს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ინახავდა, როგორც "ჯოკერს", ენმ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
- მელიას პოზიციას იზიარებდა ბაჩო დოლიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფარული ჩანაწერები სწორედ მერაბიშვილის ხელწერაა.
- თავად ვანო მერაბიშვილს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რას ამბობდნენ სხვები: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი ჩანაწერების გავრცელებას გმობდა: "ხომ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდებოდაო".
- ხატია დეკანოიძე ამ საკითხს ჭაობსა და ამაზრზენს უწოდებდა.
- იმ დროისთვის მელიას კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი "რუსული ოცნების" ხელწერაა.
- გიორგი ბარამიძე ამტკიცებდა, რომ მისი პარტიის არცერთი სერიოზული ლიდერი ასეთ ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო, გუნდის შიგნით არ გამოიყენებდა.
-
ირაკლი ნადირაძე ჩანაწერების უკან სუს-ისა და რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ხედავდა.
-
მაშინ თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ კი მომხდარი შეაფასა, როგორც უმძიმესი ფაქტი, როგორც შინაარსის, ასევე გავრცელების თვალსაზრისით.
რა ხდება ახლა: 31 იანვარს ტაბულას დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლით თარიღდება და მათი "მეგობრული ჩეთიდანაა" გავრცელებული.
- მისივე თქმით, ჩათის წევრები გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი და დავით კეზერაშვილი იყვნენ: "ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო".
- მისივე განმარტებით, მელია ბოლო მომენტამდე "მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა", ანუ მათ ბანაკში იყო და ვოისებად გაგზავნა სააკაშვილის ლაპარაკის შინაარსი; ხოლო მას შემდეგ, რაც სხვებს მიშას მოღალატეები უწოდა, გაჩნდა აზრი, რომ ეს ჩანაწერები გამოქვეყნებულიყო.
- "ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად. როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? — ამ კითხვით. მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა — პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო", — განმარტავს ჩერგოლეიშვილი.
- On.ge-მ სცადა იმ პირების ჩაწერა, ვინც ჩერგოლეიშვილის თქმით, ამ ჩათში იყვნენ —უგულავამ და გაბაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, თარხნიშვილი კი ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.
- "900 წლის წინანდელი ამბების ქექვა არასდროს არ მიყვარდა. რა შუაში ვართ, გაუგებარია", — გვითხრა მან.
ლევან ხაბეიშვილი: ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილი მისთვის საინტერესო არ არის და შეიძლება, აუდიო მისივე გავრცელებულია.
- "თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტირება ჩემი საქმე არ არის, გულწრფელად გეუბნებით. როცა ჩანაწერებზე საუბრობს, მეც იქ ვიყავი და აქ ვიყავი, შეიძლება, თვითონ გაავრცელა. საერთოდ არ მაინტერესებს. წარმოდგენა არ მაქვს და არაა ჩემი საქმე", — თქვა მან.
დიმიტრი შაშკინი: მისი აზრით, ჩერგოლეიშვილის განცხადება ევროპული საქართველოს შიდა სამზარეულოა.
- "რაც შეეხება კეზერაშვილს, მე ამ პროცესში მის მონაწილეობას გამოვრიცხავ", — აცხადებს ის.
ბაჩო დოლიძე: ენმ-ის წევრი პირვანდელ პოზიციაზე რჩება და მიმდინარე მოვლენების უკან "მერაბიშვილის ფლანგს" ხედავს.
- "ვიცი, ვისი მეშვეობით, ვინ აძლევდა კონკრეტულ დირექტივას, რომ ეს ჩანაწერი ერთი სოფლიდან მეორე სოფელში ეტარებინათ. სამწუხაროდ, ის ადამიანები იყვნენ, ვისაც ვასახელებდით. ფრთა აფილირებული ვანო მერაბიშვილთან, რომელიც ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ტელეფონით ასმენინებდა, თურმე რა ცუდი ყოფილა ნიკა მელია. ახლა გაახსენდათ 7 წლის თავზე", — ამბობს დოლიძე.
გიორგი კირკიტაძე: ის ყურადღებას არ ამახვილებს ჩანაწერების გამავრცელებლებზე და მხოლოდ იმას ამბობს, რომ წუხს, თუ მელია ასე საუბრობდა.
- "ამ ჩატის წევრი რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებით და ეპითეტებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს", — განაცხადა მან.
კახა კალაძე: თბილისის მერი და ქართული ოცნების ლიდერი კი ფიქრობს, რომ ენმ-ში აგრძელებენ იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ.
- "ეს არის მათ მიერ ჩაწერილი და მათ მიერ გავრცელებული ჩანაწერები. ეს ადამიანები არ და ვერ შეიცვლებიან", — თქვა კალაძემ.
გია ვოლსკი: ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებით, ენმ მავნებლური ძალაა და გავრცელებული ჩანაწერი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
- "ეს არ მეტყველებს მოსალოდნელ ფაქტზე, ეს მეტყველებს ამ ხალხის, სუბიექტების გაერთიანების შინაარსზე".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები