ხატია დეკანოიძე

31 Jan. 2023, 18:21

მე მოვისმინე დღეს განცხადება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თურმე უნდა გამოვიდეთ პარლამენტიდან, უნდა დავტოვოთ საკრებულოები და ა.შ. ხისტი რომ არ ვიყო და ფრთხილად ვისაუბრო, იმიტომ, რომ ნამდვილად მინდა პარტიაში კონსოლიდაცია იყოს, ერთობა იყოს, რადგან ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ერთიანობის და კონსოლიდაციის იდეა. მე მესმის, რომ ყველას გვაწუხებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სიცოცხლე არის ჩემთვისაც და ძალიან ბევრი ადამიანისთვისაც უპირველესი. მე პატივს ვცემ ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვთვლი ასე, რომ ზედმეტი პოპულიზმი დამაზიანებელია არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ დამაზიანებელია, ზოგადად, ქვეყნისთვის.

იმიტომ, რომ ჩვენ პოპულიზმმა და იმ დაპირებებმა, რომელიც იყო 2012 წელს, ნუ კიდევ რიგ მიზეზებთან ერთად, ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატია-ოლიგარქია უკვე 10 წელია არსებობს ქვეყანაში და ახლა მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ამ მძიმე მდგომარეობის დროს, როცა პარტიაში არის ძალიან ბევრი ცვლილებები ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პოპულისტურ განცხადებებთან. [...]

მე ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტს დავტოვებთ, საკრებულოებს დავტოვებთ, თუ დავიხურავთ ქუდს და მარტო ქუჩაში გავალთ, ამით მხოლოდ და მხოლოდ ოცნება გაიხარებს, ამიტომ არ მგონია ეს სწორი განცხადება ნამდვილად. 

ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ენმ დატოვებს პარლამენტს, საკრებულოებს და ცენტრალურ ოფისს გაუფორმებენ ბიძინა ივანიშვილს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…