ბიზნეს დიალოგი — ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
გაზარდე შენი ბიზნესი კამპანიის ფარგლებში ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიზნეს დიალოგის სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში, მერსი კორფსისა და ნიუ ვიჟენ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
"ლიბერთის ბიზნეს დიალოგის მიზანია რეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულ, ასევე, პოტენციურ მომხმარებლებთან აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დიალოგის ფორმატი კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაცნოთ ჩვენი პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორები და ლოკალურად შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთისთან პარტნიორობის და დაფინანსების შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები.
გასულ წელს თითქმის მთელი საქართველო მოვიცავით და ამჟამად ქვემო ქართლს ვეწვიეთ. მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის საკმაოდ ნაყოფიერია, რადგან იდეების და საჭიროებების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს", — ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
"ლიბერთი სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით, სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. მადლობას ვუხდით ბანკს აქტიური თანამშრომლობისთვის.
მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე პროექტების შესახებ, ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს", — მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
"სააგენტოსთვის აწარმოე საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა. ლიბერთი ბანკის მიერ გამართულ შეხვედრაზე მოხდა არსებული სახელმწიფო პროგრამების გაცნობა. აღნიშნული მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დიალოგის ტიპის შეხვედრები საკმაოდ კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველ და მორგებულ საკრედიტო პროდუქტებზე და ამასთანავე გამოიყენონ ყველა ის ფინანსური სიკეთე, რასაც სააგენტო აწარმოე საქართველოში სთავაზობს თავის პოტენციურ ბენეფიციარებს — სესხის პროცენტის სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის და საგრანტო პროგრამების სახით", — ირაკლი ვეშაგური, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი
"ნიუ ვიჟენ დაზღვევა მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას— ბიზნეს დიალოგი, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ამჯერად ქვემო ქართლის რეგიონში, ბიზნეს სექტორისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებთ, დაზღვევა მათ დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში", — ზაზა ხოსროშვილი ნიუ ვიჟენ დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
"მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE), რომლის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ბანკის ინიციატივა — ბიზნეს დიალოგი, კარგი შესაძლებლობაა შევხვდეთ რეგიონებში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნეს წრეებს და გავაცნოთ რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მოსალოდნელი დადებითი შედეგები.
ასევე, მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებსა და გამოცდილ მეწარმეებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს", — უჩა ვარამაშვილი, "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტის დირექტორი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები