თეა წულუკიანი

2 Feb. 2023, 21:30

რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას, პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.

კულტურის მინისტრის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პირველ თებერვალს, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის გამარჯვებამდე ვერ იცოცხლებს, მისი გული კიევში უნდა დაიმარხოს. იმავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს აწამებენ და კლავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…