"მავანთაგან პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად", კულტურის სამინისტრომ კრებული გამოსცა
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 17 იანვარს წულუკიანის უწყებამ განაცხადა, რომ გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა წიგნი, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად ელენე ბაქრაძე (დარიანია) მოხსენიებული.
- ამბობდნენ, რომ ამის შესახებ მათ "აღშფოთებულმა მოქალაქეებმა" მიმართეს.
- შედეგად, სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და თქვა, რომ ლიტერატურის მუზეუმთა და წიგნის შემდგენელთა, ლაშა ბაქრაძესთან საკითხზე "სერიოზულ განხილვას" გეგმავდნენ.
- ბაქრაძის თქმით, მუზეუმმა უწყებას დარჩენილი წიგნები გადასცა, ამასთან, აღიარეს შეცდომა და ახალი ტირაჟისთვის შეცდომის გასწორების ფურცლის დართვას აპირებდნენ, თუმცა უწყებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
- წიგნზე სოციალურ ქსელში დიდი მოთხოვნა გაჩნდა, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდად მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტრომ უნდა დაუბრუნოს და ამდენივე იყო საჭირო ხელახლა დასაბეჭდად.
- სამინისტროსთვის ფულის დასაბრუნებლად და წიგნის ხელახლა დასაბეჭდად საჭიროზე მეტი თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა.
დეტალები: როგორც კულტურის უწყება ამბობს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ ელენე დარიანის დღიურების ავტორი პაოლო იაშვილია.
- მათი თქმით, პოეტის ავტორობაში დაეჭვება აქტიური მას შემდეგ გახდა, როცა "მავანთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოწმეთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ ეგულებოდათ".
- უწყების მტკიცებით, პაოლოს იაშვილის შემოქმედება ეჭვქვეშ დაყენების "კიდევ ერთი ცდა" 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის მუზეუმის მიერ კრებულის, "ელენე ბაქრაძე-დარიანის" გამოცემა იყო.
- სწორედ ამით განმარტავენ ისინი წიგნის გავრცელების შეჩერებასა და "საავტორო უფლებების დარღვევის უხეში ფაქტის" დაგმობას.
- შემოწირულებობით კრებულის ხელახალ გამოცემას კი "სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტად" აფასებენ და ამბობენ, რომ ის კვლავაც საავტორო უფლებების უგულებელყოფით გამოიცა.
- "გარეკანს ისევ აწერია ელენე ბაქრაძე-დარიანი, წიგნში კი შეტანილია პაოლო იაშვილის ლექსები პოეტური ციკლიდან ელენე დარიანის დღიურები".
უწყების განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება დამუშავებულიყო და ერთ აკადემიურ კრებულად გამოცემულიყო კომპეტენტურ მკვლევართა, ლიტერატურათმცოდნეთა, ტექსტოლოგთა, მეთოდოლოგთა, ისტორიკოსთა ნაშრომები, რომელიც 1997-2022 წლებში ამ თემაზე შექმნილა და "პროფესიული ანალიზის პრინციპებს" ეფუძნება.
- ამბობენ, რომ კრებულის გამოცემით, კიდევ ერთხელ მოხდა იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის დადასტურება.
- "... რომ პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა და მხოლოდ პლაგიატი უდევს საფუძვლად".
წულუკიანი ამბობს, რომ კრებულის გამოცემის მიზანი პაოლო ივანიშვილის შემოქმედების დაცვაა მათგან, ვინც 2021 და 2022 წლებში "ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით" პოეტის შემოქმედების შებღალვას ცდილობდნენ.
- "შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისათვის. ეს წარმატება ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა ეს მცდელობა და მათი ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი სამინისტრომ აღკვეთა".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები