ლევან ხაბეიშვილი

5 Feb. 2023, 18:21

ნაციონალური მოძრაობა დგას წესიერ, მშრომელ, გაუტეხელ პატრიოტ ადამიანებზე. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ეს არის ფაქტი და ასეთი იყო ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საკრებულოს წევრი, ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც ვერ დააშინეს, ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს და არის სიმბოლო გაუტეხლობის, უღალატობისა და სამშობლოს სიყვარულის.

ნაციონალური მოძრაობა არის ევროპული, დემოკრატიული პარტია და ეს ჩვენ დავამტკიცეთ საქმით, მოქმედებითა და სიტყვებით. უკანასკნელი კრიზისი დავძლიეთ უპრეცედენტოდ მაგარი შიდაპარტიული არჩევნებით, რაშიც მონაწილეობა მიიღო 50 000-მა ადამიანმა. იყო წყენები, დაპირისპირებები, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ვართ ისტორიის გზაგასაყარზე, ჩვენი ისტორიული ოჯახი, ევროპა თუ პუტინის, ტერორისტი, მკვლელი, ბოროტი რუსეთი.

სწორედ ამიტომ დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, რომელსაც აქვს სახელი, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…