ნიკა მელია

6 Feb. 2023, 22:28

სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არა თუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი. ამიტომ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან, იმედი ვისაც ჰქონდა და იყვნენ ხომ ადამიანები, ალბათ, რომ შეიძლება რაღაც საოცრება მომხდარიყო, ეს იმედიც გადაწურულია. 

ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო, სიმართლე ვთქვათ, კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალის, ჩვენ საზოგადოებაში შევთავაზეთ ის სურათი, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ, ეს არის ფაქტი.

თუმცა მიუხედავად ამისა, ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში, ძალა საკუთარ თავში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ. 

[...] სააკაშვილის გარეშემო კონსოლიდაცია ახლა, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი მეცადინეობით, ადვილი აღარ არის. მე დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ბევრი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, და არა მხოლოდ, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი 9 ნოემბრიდან მოყოლებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…