სალომე სამადაშვილი

7 Feb. 2023, 13:20

ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მათ შორის, ჩემთვის ცოტა უცნაურია, როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობაშიც ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ სხვადასხვა დღეს, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ, გვახსოვს, ენმ-ის თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან, თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა და ახლა, როდესაც გუშინ დატოვა ივანიშვილმა სააკაშვილი პატიმრობაში, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება.

ამბობს ლელოს წევრი. 6 თებერვალს, სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას წყვეტს. დღეს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო საქმიანობა სტრატეგია აღმაშენებელმაც შეწყვიტა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…