დევიდ სატერი: პროპაგანდასთან ბრძოლა ინტელექტუალური გამოწვევაა
ფოტო: VOA
რუსეთი დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასავრცელებლად ტრადიციულთან ერთად ახალ მეთოდებსაც იყენებს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მედიაა. თუმცა, მედიასთან ერთად მოსკოვი აქტიურად იყენებს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს. ცნობილი ჟურნალისტი და რუსეთის ექსპერტი დევიდ სატერი ცოტა ხნის წინ კრემლის კიბერ თავდასხმის არა მხოლოდ სამიზნე გახდა, არამედ დეზინფორმაციის ერთგვარ წყაროდაც იქცა. სატერს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ესაუბრა.
თქვენ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ახალი მეთოდის სამიზნე გახდით. რა მოხდა? როგორ მუშაობს ეს მეთოდი?
არ ვიცი ტექნიკური დეტალები, მაგრამ ვიცი ის, რომ ისინი ჩემს იმეილში შევიდნენ. ტორონტოს უნივერსიტეტში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „მოქალაქეების ლაბორატორია“ გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კრემლის ამ ოპერაციის შედეგად ასობით ადამიანის ინფორმაცია იქნა მოპარული. მათ ყურადღება რამდენიმე ადამიანზე გაამახვილეს. მე და ჯონ პადესტა მათ შორის ვიყავით. პადესტას შემთხვევაში მისი იმეილებიდან ამოღებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის მიზნით იქნა გამოყენებული. ჩემს შემთხვევაში კი ჩემგან მოპარული ინფორმაცია რუსეთის შიგნით პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ჩემი იმეილები გააყალბეს და თქვეს, რომ კავშირი მქონდა რუს ოპოზიციონერებთან და რუსეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის მოწყობას ვგეგმავდი.
მე ხშირად ვამბობ, რომ იმისათვის, რომ გაიცნო რუსეთი დაუჯერებლის უნდა გჯეროდეს. შედეგად, ხელს არა რუსული პროპაგანდა გვიშლის, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ძნელია, არამედ ჩენი საკუთარი შეზღუდვები.
ამ, ეგრეთწოდებული, ფიშინგის დროს ბევრი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირების იმეილებიც იქნა მოპარული. მათ შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. ცნობილია ვინ იყო სამიზნე და რა სახის ინფორმაცია მოიპარეს მისგან?
ვფიქრობ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ვიცით ის, რომ მოპარულია იმეილები, დეტალები კი უცნობია გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოქალაქეების ლაბორატორიამ გამოაქვეყნა.
რუსეთის პროპაგანდაზე საუბარი პოპულარული თემაა. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საფრთხეებს ქმნის ის, როგორ მუშაობს, რა მეთოდებს იყენებს. მიუხედავად ამ განხილვებისა, მიჭირს დავასახელო ერთი კოორდინირებული მეთოდი, რომლითაც კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ხდება ბრძოლა. რამდენად ეფექტურად ვებრძვით პროპაგანდას - რა უნდა გავაკეთოთ მის დასაბალანსებლად და გვაქვს თუ არა სათანადო ძალისხმევისთვის საჭირო მეთოდები?
რა თქმა უნდა, მეთოდები გვაქვს. მაგრამ ეს თემა ჩვენთვის ინტელექტუალური გამოწვევაა, რომელსაც თავს, როგორც წესი, ცუდად ვართმევთ. რუსული პროპაგანდის და ყალბი სიახლეების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთზე სიმართლის თქმით შეიძლება. მაგრამ რუსეთზე სიმართლის ცოდნა ადვილი საქმე არ არის.
ის მოითხოვს ინტელექტუალურ სერიოზულობას, ძირეულ შესწავლას, და ანალიზს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ამაზე მხოლოდ ვწუწუნებთ. მაგალითისთვის გეტყვით: მე პირადად 1999 წლის მოსკოვის ბინების აფეთქებებზე ძალიან ბევრი მაქვს დაწერილი. ამ საქმემ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა და შესაბამისად ამ თემაზე საუბარს მის ლეგიტიმურობაზე აქვს გავლენა. იმის ნაცვლად, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, პირიქით, ვერ აგიხსნით რამდენად რთულია ამ თემაზე ადამიანების ყურადღების გამახვილება.
პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა ვიკისროთ ინტელექტუალური პასუხისმგებლობა, საკითხს მივუდგეთ სერიოზულად და პოლიტიკა შევიმუშაოთ რუსეთის მოქმედებების შესახებ სიმართლის ცოდნაზე დაყრდნობით.
მთავრობაზე საუბრობთ...
არა მხოლოდ მთავრობაზე - ვსაუბრობ აკადემიურ წრეებზე, ჟურნალისტებზე. ყოველთვის ვცდილობთ საქმე გავიადვილოთ და რუსულ სიყალბეებზე ზედაპირული პასუხები მოვძებნოთ. ეს არავის არაფერში არწმუნებს, პირიქით, ყოველთვის თავდაცვით პოზიციაში გვამყოფებს. ის, რასაც არ ვაკეთებთ, ან რის გაკეთებაც აქამდე ვერ მოვახერხეთ არის ის, რომ მსოფლიოს დავანახოთ პუტინის რეჟიმის ნამდვილი სახე და ეს გავაკეთოთ ფაქტებით, რომლებიც თვალწინ გვაქვს.
ანუ არ ვიცით რას ვაკეთებთ?
ნაწილობრივ ეს არის არ ცოდნა, სიზარმაცე, კარიერიზმი... იმისი ვერ დანახვა, რომ პროპაგანდაზე საუბრისას შიდა-პოლიტიკური დინამიკიდან და დაწესებული ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდეთ.
რუსები ახერხებენ იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ. რეალური საფრთხე სწორედ ეს არის და არა ის, რომ რუსები ასეთი საოცრად ჭკვიანები არიან.
ამბობთ, რომ პოლიტიკოსები პროპაგანდას ერთმანეთის წინააღმდეგ ქულების დასაწერად იყენებენ?
ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველას საქმიანობაზე აისახება. ტრამპის შემთხვევაში გვქონდა, ეგრეთ წოდებული, "ტრამპის დოსიე," რომელიც ჩემი აზრით, ყალბ ინფორმაციას შეიცავდა. ჰილარი კლინტონის შემთხვევაში რუსებმა მის კამპანიაზე უკანონო ჰაკერული იერიშები მიიტანეს და მოპარული იმეილები გაასაჯაროვეს. ეს ამერიკის პოლიტიკაში ჩარევაა.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში არ ჩარეულა.
პუტინი ბევრ რამეს ამბობს და ის სიმართლის მთქმელი ადამიანი არ არის. არც მისი რეჟიმი ამბობს სიმართლეს. პროპაგანდის მანქანა რუსეთის მოსახლეობის მანიპულირებაზე და დასავლეთის დაბნევაზეა ორიენტირებული.
მესმის, რომ რთულია შეაფასო პროპაგანდის შედეგები და კონკრეტულ ნარატივებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაინახო. გაქვთ რაიმე ასეთი მაგალითი?
რუსებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ 2011 წლის დემონსტრაციების უკან ამერიკა იდგა. სინამდვილეში მოხდა ასეთი რამ - ამომრჩევლებმა ტელეფონებით დაიწყეს არჩევნებზე მომხდარი დარღვევების დაფიქსირება. დაგროვდა მტკიცებულებები. არჩევნების მანიპულირების მცდელობამ ბევრი ადამიანი გააბრაზა და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრაციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც მაშინ ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა, გააკეთა განცხადება, რომ ამერიკა მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანების სურვილს დაიცვან საკუთარი ხმა.
კლინტონის ადგილზე ნებისმიერი სახელმწიფო მდივანი იგივე განცხადებას გააკეთებდა, რადგან ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი იყო. ამის შემდეგ რუსებმა დემონსტრაციების ორგანიზება ჰილარი კლინტონს დააბრალეს. ამით დაიწყო ის ნარატივი, რომ პუტინს ჰილარი პერსონალურად სძულს ამ დემონსტრაციების გამო. ეს ნარატივი გავრცელდა, გაიზარდა და საბოლოო ჯამში, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს კომიმაც გაიმეორა ის, რომ რუსები კლინტონის კამპანიას იმიტომ დაესხნენ თავს, რომ პუტინს ჰილარი პირადად სძულს. აი, ეს არის ერთი მაგალითი, თუ როგორ დაიწყო რაღაცა როგორც შეთხზული ფაქტი და როგორ დამკვიდრდა ეს ფაქტი ჩვენს რეალობაში, როგორც სინამდვილე.
როცა საქმე ეხება ინფორმაციის გლობალური მასშტაბით გავრცელებას, საქმე გვაქვს მთავრობებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, სოციალურ მედიასთან. შეიძლება თუ არა საზოგადოების ცრუ ინფორმაციისგან დაცვა და ვის ეკისრება ეს პასუხისმგებლობა?
სოციალურმა მედიამ ეს პასუხისმგებლობა რომ იკისროს ამისთვის მათ კონტენტი უნდა აკონტროლონ, რისთვისაც საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ.
მთავარი თემა არა ინფორმაციის დინების კონტროლია, არამედ სიცრუეზე რეაგირების გაკეთება. ჩვენ ეს ბოლომდე ჯერ არ გვესმის. რუსეთის გაგება არ არის ადვილი საქმეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი ღირებულებებით მოქმედებს. მე ხშირად ვამბობ, რომ იმისათვის, რომ გაიცნო რუსეთი დაუჯერებლის უნდა გჯეროდეს. შედეგად, ხელს არა რუსული პროპაგანდა გვიშლის, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ძნელია, არამედ ჩვენი საკუთარი შეზღუდვები.
როგორც წესი, პროპაგანდასთან ბრძოლას ასე ადვილად არ ახასიათებენ...
პირველ რიგში, არ უნდა გავაზვიადოთ თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია რუსულ პროპაგანდას. ყველზე დიდ ზიანს ჩვენ ვაყენებთ საკუთარ თავებს. რუსები ახერხებენ იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ. რეალური საფრთხე სწორედ ეს არის და არა ის, რომ რუსები ასეთი საოცრად ჭკვიანები არიან. ეს ასე არ არის.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები