ილიას უნივერსიტეტში პროექტ THE MOON CAMP CHALLENGE 2023–ის მოსამზადებელი კურსი იწყება
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
26 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს მოსამზადებელ კურსს პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2023. კურსზე შესაძლებლობა გექნებათ, სრულად დაეუფლოთ პროგრამა Fusion 360-სა და 3D მოდელირების ტექნიკას.
მონაწილეებს შემდეგი სფეროების – სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ. გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციურ დასახლებათა აწყობა.
საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2023 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით.
კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად. Moon Camp Challenge სირთულის მიხედვით განსხვავებულ სამ სხვადასხვა კატეგორიადაა დაყოფილი. კურსის მონაწილენი, 13-დან 19 წლამდე, მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- შექმნან დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
- შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
- გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
- იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.
კურსს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში და მენტორობას გაუწევს საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში. გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები მონაწილეებისთვის გამართავენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
13-დან 19-წლამდე მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და მეტად განვითარების სურვილი.
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 24 თებერვლისა. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა – 6. მონაწილეობა უფასოა.
კურსის სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/SxQMZ1Fi7hoyBUE87
ტრენინგები გაიმართება 26 თებერვლიდან 15 აპრილამდე, ყოველ შაბათ-კვირას. საინფორმაციო შეხვედრა კურსის შესახებ გაიმართება 17 თებერვალს, 19:00 საათზე. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები