რა ვითარებაა თურქეთსა და სირიაში — ბოლო მონაცემები
ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 37 ათასს აჭარბებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7,8-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთ-სირიის საზღვართან 6 თებერვალს მოხდა.
- თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა.
- მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ნანგრევების გასუფთავება და სამაშველო სამუშოები ჯერ კიდევ გრძელდება.
თურქეთი: მაშველების განცხადებით, მიწისძვრიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისევ ისმის.
- ბოლო მონაცემებით, თურქეთში 31 643 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.
- ერდოღანის განცხადებით, ნანგრევებიდან ცოცხლად 8 000-ზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს, 81 000-ზე მეტი დაზარალებული კი, რომლებიც კლინიკებში მკურნალობდნენ, უკვე გაწერეს.
- "თურქეთი არასდროს დაივიწყებს მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეებში", — თქვა მან და ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სირია: 13 თებერვალს გაეროს მისიის ხელმძღვანელმა, ჩრდილოეთ სირიის ქალაქ, ალეპოში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამაშველო ფაზა დასრულებულია.
- ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5 700-ზე მეტი ადამიანი.
- მისი თქმით, ახლა დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაა მნიშვნელოვანი.
- "ამ ადამიანებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა, ფსიქოსოციალური ზრუნვა, ეს ჩვენი ვალდებულებაა ახლა".
- საერთაშორისო დახმარება შეფერხებულად მიეწოდებათ მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ნაწილებში — დაზარალებულებს ძნელად მიეწოდებათ საკვები და მედიკამენტები.
სირია, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები თავშესაფრებსა და დროებით ბანაკებში
ფოტო: Reuters
გაეროში ზუსტი რიცხვს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ მიწისძვრას ორ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ბავშვი ემსხვერპლა.
- UNICEF-ის ცნობით, დაშავდა 7 მილიონზე მეტი ბავშვი, მათგან 4,6 მილიონზე მეტი თურქეთის, ხოლო 2,5 მილიონზე მეტი კი სირიის მაცხოვრებელია.
- გაეროში აცხადებენ, რომ მთავარ პრობლემად კვლავ წყლისა და სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობა რჩება.
- "ბევრმა ოჯახმა დაკარგა სახლი და ახლა დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ, ხშირად ყინვის პირობებში და მათ ტანჯვას თოვლი და წვიმა ემატება", — განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები