ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა
ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის ბაზაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის Cisco Systems-ის (cisco.netacad.com) ქსელური აკადემია — Alte University Cisco Academy დაფუძნდა. Cisco Systems Inc. 1984 წელს ამერიკაში შეიქმნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით აკადემიების ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში. Cisco Systems-ის ქსელური აკადემიები მსოფლიოს 190 ქვეყანასა და ასობით ათას სტუდენტს აერთიანებს. მათი მიზანი კომპიუტერული ქსელების, კიბერუსაფრთხოების, IoT პროგრამირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაზიარება და ახალი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა.
ალტე უნივერსიტეტში აღნიშნული აკადემიის დაფუძნება კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად ცისკო აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ წინსვლასა და დასაქმებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ცისკოს აკადემიის სასწავლო პორტალი დაკავშირებულია დასაქმების ჰაბთან, რომელშიც გაერთიანებულია 60 000-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და სერტიფიკატის მქონე სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცისკოს CCNA 7.0 სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ცისკოს ქსელური საერთაშორისო ტრენერები გიორგი გამდლიშვილი და ნანი არაბული, რომლებსაც აღნიშნული კურსების სწავლების 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.
"ცისკოს ქსელური აკადემიის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის სასწავლო კურსები ინტეგრირებულია ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსებში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სასწავლო მასალის განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს თანამედროვე კომპიუტერული ქსელების განვითარების ტენდენციები. სასწავლო კურსების ლექციების 40% შედგება პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხთან ერთად მიიღებენ ცისკოს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე," — აღნიშნავს ნანი არაბული, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა ალტე უნივერსიტეტმა დაახლოებით 1 თვის წინ დააფუძნა. იგი კომპიუტერული მეცნიერების ორ საბაკალავრო პროგრამას აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამები უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკრედიტაციის მისანიჭებლად. რაც შეეხება მიღებას, აბიტურიენტებს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, ინოვაციური სასწავლო მეთოდებით მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება და გახდნენ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოთხოვნადი პროფესიონალები.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: ITschool@alte.edu.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები