"აღმოაჩინე გორი" — დაუვიწყარი თავგადასავალი ყოველ ნაბიჯზე
ფოტო: Zinc Network
რა არის გორში სანახავი?! ამ კითხვის პასუხად, ქალაქში ჩასულ ვიზიტორებს, დღეიდან უკვე შესაძლებლობა აქვთ გორისა და რეგიონის მდიდარი წარსულის, კულტურის, სპორტის და ყველასგან მივიწყებული საკულტო ამბების ალტერნატიული ტური მოიწყონ. პროექტმა "აღმოაჩინე გორი" ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი საინტერესო ლოკაციები და პერსონალები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციოეკონომიკურ განვითარებაში. ახალი მიმართულებების გაცნობის შესაძლებლობა 14 თებერვალს ისტორიკოსებს, გიდებს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ალტერნატიული ტურის ფარგლებში მიეცათ.
გორის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან მოვლენასა თუ გამორჩეულ პიროვნებას იტევს. გორის სინაგოგა თუ კერამიკის სახელოსნო, ვაჟა-ფშაველას ცხოვრება თუ მამარდაშვილის ბიოგრაფია, სწორედ ამ ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციებსა და სახლ-მუზეუმებთან: აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვებიან, შეიქმნა "იდენტობის რუკა" და ვებ-გვერდი www.gorimaps.ge სადაც, რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალასა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელის, ანტონ ვაჭარაძის განცხადებით, გორში ალტერნატიული მარშრუტების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის, ასევე მისი შემოსავლების ზრდას.
"აღნიშნულ პროექტს ორი მიზანი აქვს: პირველი, ვაჩვენოთ ტურისტებს, რომ გორს ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი და, მეორე, ამ გზით გავზარდოთ გორის ტურისტული პოტენციალი, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის" — აცხადებს ის.
ტურის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს: გორის ღვთისმშობლის ტაძარი, კერამიკის სახელოსნო, ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა. ტურის მონაწილე გიდი, ნუცა ცქიმანაურის ფიქრობს, რომ ალტერნატიული ტურისტული მარშრუტები ხელს შეუწყობენ ქალაქი შესახებ ცნობიერების გაზრდას.
"ძალიან ხშირად როცა ტურისტები გორში ჩამოგვყავს, მათი ერთადერთი ამოცანაა ნახონ სტალინის მუზეუმი, თუმცა გორს აქვს გაცილებით დიდი პოტენციალი. გორი იდეალური ადგილია, შიდა შემეცნებითი ტურებისთვისაც. ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე მაღალი ინტერესი ექნებათ ბავშვებს და მათ პედაგოგებს, რომლებსაც შეეძლებათ გაეცნონ ქალაქის საინტერესო წარსულს. ჩვენ უკვე გვაქვს თბილისის საფეხმავლო ტური ბავშვებისთვის და ვფიქრობთ, გორიც დავამატოთ ჩვენს მიმართულებებს", — ამბობს ცქიმანაური.
ტურის ფარგლებში, სტუმრებს გადაეცათ ქალაქის განახლებული რუკა, რომელზეც ყველა ახალი ლოკაციაა დატანილი. ქალაქზე ალტერნატიული ისტორიების მოძიება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.gorimaps.ge.
პროექტი, "აღმოაჩინე გორი" განახორციელა IDFI-მ, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან და გორის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტი ფინანსურად უზრუნველყო USAID-მა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები