170 გაყიდული პორშე და 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ახალ შოურუმში — "პორშე ცენტრი თბილისის" 2022
ფოტო: პორშე ცენტრი თბილისი
"პორშე ცენტრი თბილისის" ახალი შოურუმი, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, Porsche-ს ახალი კონცეფციით შექმნილი ერთ-ერთი პირველი ცენტრია მსოფლიოში. ახალი მიდგომა მომსახურებაში, მრავალფეროვანი არჩევანი და უმაღლესი სტანდარტის სერვისი — ამ კომპონენტებს აერთიანებს Destination Porshe კონცეპტი, რომელიც "პორშე ცენტრი თბილისში" წარმატებით დანერგეს და რომელმაც პორშეს მსოფლიო წარმომადგენლობებს შორის საუკეთესო შოურუმის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა.
დასახული ამოცანების შესრულება "პორშე ცენტრი თბილისს" სირთულეების ფონზე მოუწია, გასული წლის განმავლობაში კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა მუშაობის სტრატეგია, რაც დაბრკოლებებისთვის თავის გართმევის უალტერნატივო, თან ეფექტიანი გამოსავალი აღმოჩნდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2023 წელი გაცილებით სტაბილური იქნება. 2022-ში დაძლეული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი პეტრე წაქაძე საუბრობს.
"პორშე ცენტრი თბილისისთვის" 2022 წლის მთავარი მოვლენა განახლებული კონცეპტუალური შოურუმისა და ახალი სერვისცენტრის გახსნა იყო. თანამედროვე დიზაინის შენობა 1800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ცალკეა გამოყოფილი პორშეს კონფიგურატორის ოთახი და ელექტრომობილების კუთხე. "პორშე ცენტრი თბილისში" განმარტავენ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტში კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
"ვითარება 2022 წლის განმავლობაში არასტაბილური იყო. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორად მოვრგებოდით სიტუაციას, მოგვეხდინა ადაპტაცია და ვყოფილიყავით მოქნილები. ამან საშუალება მოგვცა, საბოლოო ჯამში, წელი წარმატებით დაგვესრულებინა. ჩვენ რომ ერთი სტრატეგია აგვერჩია და მთელი წლის განმავლობაში მას გავყოლოდით, არ შეგვეცვალა მიმართულება ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამ შედეგზე ვერ გავიდოდით", — პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი.
2022 წლის შეჯამებისას "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი ყურადღებას მოთხოვნა-მიწოდების დარღვეულ ბალანსზე ამახვილებს. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესების უმეტესობა და არაერთი სექტორი. გართულდა ლოგისტიკა, მოთხოვნა მაღალი იყო, მიწოდება კი — შეფერხებული.
"გარკვეული კომპონენტების ექსპორტს პორშე უკრაინიდან ახორციელებდა, შესაბამისად, მოუხდათ ალტერნატიული გზების მოძიება. ვითარება 2022 წლის ბოლოსთვის შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება", — პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი.
სირთულეების მიუხედავად, "პორშე ცენტრი თბილისმა" 2022 წელს 170 პორშე გაყიდა. მათ შორის ყველაზე მეტი — Porsche Cayenne. ამ მოდელზე მოთხოვნა გასულ წელს განსაკუთრებით დიდი იყო. მიმდინარე წელს კომპანიაში გაყიდვების 50%-იან ზრდას ვარაუდობენ და 2023 წელს კიდევ უფრო მოქნილი სამოქმედო გეგმით იწყებენ.
"მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი ნელ-ნელა ლაგდება და ვფიქრობ, შევძლებთ მივაღწიოთ დაგეგმილ მაჩვენებელს ან გადავაჭარბოთ კიდეც მას. საერთაშორისო ბაზარზეც კეთილსაიმედო ვითარებაა, დადებითი ტენდენციაა იმ კუთხით, რომ აღარაა ქაოსური მდგომარეობა და დიდი შეფერხებები, რასთანაც, ფაქტობრივად, მთელი გასული წლის განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა", — პეტრე წაქაძე.
"პორშე ცენტრი თბილისში" აღნიშნავენ, რომ გასულ წელსაც მაღალი იყო ინტერესი ელექტრომობილების მიმართ. გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებულმა ელექტრო ან Plug In Hybrid მოდელებმა სრული გაყიდვების მესამედი შეადგინა. წლის სიახლეებს შორისაა ისიც, რომ კომპანიამ ელექტროდასამუხტი სადგურების არეალი გააფართოვა. ელექტროდამტენები უკვე 11 ლოკაციაზეა განთავსებული და ამაში კომპანიამ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. 2023 წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგება იგეგმება. 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრიფიცირებული იქნება. 2030 წელს კი ელექტრომობილების წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.
"რამდენადაც პორშეს ელექტრომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ პროცესის პარალელურად აუცილებელი გახდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც. "პორშე ცენტრი თბილისი" მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. დამტენების სადგურების ქსელს ეტაპობრივად ვაფართოებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მიერ განთავსებული დასამუხტი მოწყობილობით სარგებლობა არა მხოლოდ "პორშეს", არამედ სხვა ბრენდის ელექტრომობილის მფლობელებსაც შეუძლიათ", — პეტრე წაქაძე, "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი.
გასული წლის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება იყო კომპანიის აქციების შეთავაზება მომხმარებლისათვის. "პორშე ცენტრი თბილისი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობასაც ნიშნავს, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.
"ვფიქრობთ, აქციების ფლობა ჩვენს მომხმარებლებს მეტ მოტივაციას გაუჩენს იმისთვის, რომ უგულშემატკივრონ ბრენდს და მხარი დაუჭირონ პორშეს წინსვლას ავტობიზნესში. ასევე, მიიღონ სარგებელიც, რადგან პორშეს წარმატება ამიერიდან მათი წარმატებაც იქნება", — პეტრე წაქაძე, "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი.
პეტრე წაქაძე ამბობს, რომ პერმანენტულად ცვალებადი გამოწვევების ფონზე, კომპანიის უცვლელ ღირებულებად რჩება ნდობა, რომელიც "პორშე ცენტრი თბილისმა" წლების განმავლობაში მოიპოვა მომხმარებლებს შორის.
"ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლები არ არიან მხოლოდ მომხმარებლები, ჩვენ მათ აღვიქვამთ ბიზნესპარტნიორებად და ოჯახის წევრებად და ყოველთვის ველოდებით მათგან უკუკავშირს. ისინი ხედავენ და აფასებენ ამ დამოკიდებულებას, ჩვენს ღირებულებებს, რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდებით. გვინდა, კიდევ მეტი ადამიანი მოვიწვიოთ ჩვენს ოჯახში", — პეტრე წაქაძე, "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი.
გაყიდვების გაორმაგება, მეტი კომფორტი მომსახურებაში, ციფრული სერვისების გაუმჯობესება "პორშე ცენტრი თბილისის" 2023-ის გეგმების ნაწილია. ასევე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ცენტრის ასაშენებლად. 2024 წელს ახალი შოურუმი ბათუმში გაიხსნება.
--
"პორშე ცენტრი თბილისი" "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი" უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები