ხორუმი, როგორც ერთობისა და უწყვეტი მოძრაობის სიმბოლო —კიდევ ერთი კედლის ისტორია
ფოტო: ნიკo
მუდმივად წინ, დასახული მიზნებისკენ მოძრაობა, ყველა გამოწვევის თუ რუტინაში მიკარგული ოცნებების მიუხედავად, დაბრკოლებების გადალახვის უწყვეტი მცდელობა თვითგანვითარებისა და წარმატების მიღწევის საწინდარია. განსაკუთრებით იმ მომენტებში, როცა მომავლის იმედი არ გვაქვს, აუცილებელია თავს შემოვუძახოთ — არ გაჩერდე!
წინსვლისთვის მოტივაცია შეიძლება ადამიანებმა, გარემომ, სეირნობისას თვალწინ გაელვებულმა დეტალებმა მოგვცეს და ხელახალი სუნთქვა გაგვიხსნას.
სწორედ ამგვარი, მამოტივირებელი ნამუშევარია ქუჩის ხელოვნების მოძრაობა "ნიკოსა" და საქართველოს ბანკის პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევარი. სუხიშვილების ცეკვა ხორუმის მიხედვით შექმნილი ნახატი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.
ნიკოს იდეის ავტორისა და თანადამფუძნებლის, სანდრო კვანტალიანის თქმით, ნახატის შთაგონება სუხიშვილების უწყვეტი განვითარება და ცეკვა ხორუმი, როგორც შეთანხმებული წინსვლის, მოძრაობის სიმბოლო იყო.
"სუხიშვილები ალბათ ყველა ქართველისთვის საყვარელი "ბრენდია". ჩვენი ერის იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის მთავარი მედროშეები არიან და ქართული კულტურის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ჩვენი აზრით, ნებისმიერი გამვლელისთვის ნაცნობია ეს ბრენდი და ეს ცეკვაც, რომელიც სწორედ სუხიშვილების სახელს უკავშირდება. სათქმელიც ალბათ ადვილად ამოიკითხება, ზედაპირზეა, ხელიხელ ჩაკიდებულებმა და შეხმატკბილებულებმა უნდა ვიაროთ შეუჩერებლად მომავალში, ზუსტად ისე, როგორც სუხიშვილები მოდიოდნენ აქამდე", — ამბობს სანდრო.
სანდროს თქმით, პროექტ ნიკოს წარმატების საიდუმლოც სწორედ მუდმივი მოძრაობა იყო.
"თუ ცოცხალი ხარ და მოძრაობ, ესე იგი მიდიხარ და შესაბამისად, იცვლები და ვითარდები. ჩვენ მცირე ნაბიჯებით დავიწყეთ ჩვენი ფესტივალი და ორგანიზაცია და ნელ-ნელა ავკრიფეთ ტემპი და დავიწყეთ განვითარება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მხარდამჭერებს და განსაკუთრებით საქართველოს ბანკს, რომელთან ერთადაც ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი და წამოწყება განვახორციელეთ", — აღნიშნავს სანდრო.
საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი, ენუკი კვინტრაძე გვეუბნება, რომ პროექტ ნიკოსთან და სუხიშვილებთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გათვალისწინებით და ახალი პროექტის საინტერესო იდეის გამო თანამშრომლობა იმთავითვე მიმზიდველი იყო. ენუკის თქმით, მიმზიდველი იყო ისიც, რომ ცეკვა ხორუმის იდეა და საქართველოს ბანკის ღირებულებები თანხვედრაშია.
"ხორუმი ძალიან საინტერესო ცეკვაა, მისი სიმბოლური დატვირთვითა და ხასიათით. ძალიან კარგად გამოხატავს მოძრაობას, ერთობას, მუხტს, უწყვეტობას — ეს ყველა ღირებულება კი ჩვენი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, სუხიშვილების გუნდთან ერთად კედელზე დასახატად შევარჩიეთ ხორუმი და მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა ეს ღირებულება სტატიკურ ნახატში გადმოგვეტანა", — აღნიშნავს ენუკი.
ენუკი კვინტრაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკისთვის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იმის გამოც იყო, რომ ეს ქართული ხელოვნების დაფასებასა და ქართველი ხელოვანების ხელშეწყობას გულისხმობდა.
"ჩვენთვის ეს პროექტი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, მოძრაობა ნიკოსა და ქართველი არტისტების ხელშეწყობაა და მათი შემოქმედების დიდი მასებისთვის გაცნობა. მეორე მხრივ კი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მოღვაწეობის დაფასება და მათი ღირებულებების გამოხატვა. ყოველთვის საინტერესო და საამაყოა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელიც ქართული კულტურითა და ეროვნულობით ასე ძლიერ არის გაჯერებული", — ამბობს ენუკი.
ენუკი კვინტრაძე საუბრის დასასრულს აღნიშნავს, რომ ქუჩაში, ვრცელ მასშტაბზე გამოსახული ხორუმის სცენა იმდენად შთამბეჭდავია, რომ რთულია, არ მოექცე იმ ერთობლივი მოძრაობის მუხტის ზემოქმედების ქვეშ, რასაც ეს ბრენდი და კონკრეტულად ეს სცენა ასე ხაზგასმით გამოხატავს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები