თიბისი კონცეპტის სპეციალური საგანმანათლებლო შეთავაზებები
ფოტო: თიბისი კონცეპტი
21-ე საუკუნე განათლების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს გვთავაზობს. დღეს უკვე აღარ არის საჭირო, წლები ისეთი პროფესიის შესწავლას დაუთმო, რომელშიც შენს თავს ვერ ხედავ, რადგან მრავალფეროვანი კურსები და პროგრამები ახალი უნარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული თუ უცხოური პლატფორმები უამრავ საგანმანათლებლო პროგრამას გვთავაზობს, სასურველი კურსისა და პროგრამის არჩევა არც თუ ისე მარტივია. იმისთვის, რომ მოკლე დროში მაქსიმალურად შენზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამა იპოვოთ, თიბისი კონცეპტის შეთავაზებები დაგეხმარება. სტატიაში 5 საგანმანათლებლო შეთავაზების შესახებ გიამბობთ, რომლითაც სარგებლობა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეეძლებათ.
1.10%-იანი ფასდაკლება UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ფოტო: თიბისი
განათლების საერთაშორისო გამოფენა საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიებაა. UK Bridge უკვე 11 წელია, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე ზრუნავს და არაერთ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს. თუ შენთვის, შენი შვილისთვის ან ახლობელი მოზარდისთვის უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო პროგრამებს ან საზაფხულო სკოლას ეძებ, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან სწორად დაგეგმილი განათლება სამომავლო წარმატებული კარიერის საწინდარია.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ პარტნიორი სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიიღონ. გარდა ამისა, გამოფენაზე მისულ სტუმრებს გათამაშებაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება, გამარჯვებულებს კი პრიზები გადაეცემათ. გამოფენა 5 მარტს 12:00-18:00-საათზე სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში ჩატარდება, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. დამატებითი ინფორმაცია ამ ბმულზე შეგიძლია ნახო.
2. სპეციალური შეთავაზება Upway-ის შემეცნებით კურსებზე
ფოტო: თიბისი
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ონლაინ საგანმანათლებლო სივრცეში — Upway.ge სხვადასხვა შემეცნებით კურსზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ. Upway. ge ქართული პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით 350-მდე კურსს აერთიანებს. თუ საკუთარ პროფესიაში ახალი უნარების შეძენა გსურს, ან რომელიმე ენის შესწავლაზე ბავშვობიდან ოცნებობდი, ან თუნდაც საკუთარ ჰობისთვის მეტი დროის დათმობა გინდა, Upway.ge-ის კურსები ამ ყველაფრის შესაძლებლობას ერთ სივრცეში გაძლევს.
გაითვალისწინე, რომ Upway.ge-ის კურსებზე ფასდაკლების მიღება შესაძლებელია სპეციალური კოდის შეყვანის შემთხვევაში. შეთავაზება ძალაშია 28 თებერვლამდე, ხოლო კურსებზე რეგისტრაციას ამ ბმულის მეშვეობით შეძლებ.
3. 15%-იანი ფასდაკლება მართვის აკადემიის საგანმანათლებლო კურსებზე
ფოტო: თიბისი
თანამედროვე სამყაროში აჩქარებული ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, მართვა ის აუცილებელი უნარია, რომელიც ყოველდღიურ რუტინას გვიმარტივებს. არ აქვს მნიშვნელობა, მართვა პროფესიულ საქმიანობას ეხება, ოჯახის საქმეებს თუ პირადი დროის მენეჯმენტს, რადგან ყველა შემთხვევაში ეს უნარი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს მართვის აკადემია, რომელიც ინდივიდუალურ თუ პროფესიულ დონეზე მართვის უნარის გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მართვის აკადემიაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო ტრენინგზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ტრენინგებისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ამ ბმულს უნდა ეწვიო.
4. 15%-იანი ფასდაკლება ანიმუსის აბიტურიენტთა მოსამზადებელ პროგრამაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ფოტო: თიბისი
ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდა ერთხელ მაინც ჩაუბარებია, მან ზუსტად იცის, დროულად მომზადებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. მართალია, ეროვნულ გამოცდებამდე ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა აბიტურიენტებისთვის ყოველი დღე კარიერისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. წარმატებული კარიერამდე კი, ყველა აბიტურიენტს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ელოდება, რომელში მომზადებაც ანიმუსში დღესვე შეგიძლია დაიწყო.
საგანმანათლებლო სივრცე ანიმუსის ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე თიბისი კონცეპტი თავის მომხმარებლებს 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და გამომდინარე იქიდან, რომ წინასაგამოცდო პერიოდს სტრესიც თან ახლავს, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით ანიმუსის ფსიქოლოგთან ვიზიტის შემთხვევაშიც ისარგებლებენ. დამატებითი ინფორმაციის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლია.
5. 10%-იანი ფასდაკლება საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში შერჩეულ კურსებზე
ფოტო: თიბისი
გაყიდვები რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, ამაში ალბათ ეჭვი აღარავის ეპარება. შეიძლება, გაყიდვები ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივად მოგვეჩვენოს, თუმცა ამ სფეროში დასაქმებულებმა ან გამოცდილების მაძიებლებმა იციან, რომ ეფექტური გაყიდვები სხვადასხვა ტექნიკასთანაა დაკავშირებული. თუ ამ ყველაფრის შესწავლა ან უკვე არსებული უნარების განვითარება გსურ, ამაში საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის კურსები ნამდვილად დაგეხმარება.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში შერჩეულ კურსებზე 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები