MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო
ფოტო: თეგეტა
გერმანულმა ავტოგიგანტმა MAN-მა, გადაუდებელი დახმარების სახით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის მილიონი ევრო გამოყო. თანხა კატასტროფის რეგიონში მომუშავე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე პირველადი საჭიროების ნივთების, სამაშველო-საავარიო და საშუალებების შეძენასა და მათ სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირებას მოხმარდება. მიწისძვრის ზონაში სამაშველო სამუშაოებისთვის კომერციული სატვირთო ავტომანქანების მწარმოებელმა MAN-მა ხუთი სახანძრო მანქანაც გაგზავნა.
"გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა ამ საშინელი მიწისძვრით დაზარალებული თითოეული მსხვერპლის წინაშე", — ამბობს ალექსანდრე ვლასკამფი, MAN-ის აღმასრულებელი დირექტორი, — "MAN-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს თურქეთთან. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება — დაზარალებულების დასახმარებლად გამოვყავით თანხა და რესურსი. ნამდვილად შთამბეჭდავია იმის ნახვა, როგორი ერთგულებით უდგანან გვერდში ჩვენი თანამშრომლები მიწისძვრით დაზარალებულებს და ძალისხმევას არ იშურებენ მათ დასახმარებლად".
მიწისძვრის შემდეგ ვლასკამფი წარმოების მთავარ დირექტორთან, მაიკლ კობრიგერთან ერთად, ანკარაში ჩავიდა და MAN-ის საწარმოო ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. კატასტროფის შედეგად მათი რეგიონი არ დაზარალებულა, თუმცა, მიწისძვრის ეპიცენტრში მათი ნათესავები და მეგობრები ცხოვრობენ. უსაფრთხო რეგიონებში მათი ტრანსპორტირებისთვის MAN-მა მანქანები გამოყო.
მიწისძვრით დაზარალებულებისთვის MAN-ის ინიციატივით და თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის ოფისთან თანამშრომლობით, ძალიან მოკლე დროში, პირველადი მოხმარების ნივთებიც შეგროვდა. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებაც კომპანიის სატვირთო ავტომობილებით ხორციელდება. ანკარაში MAN-ის თანამშრომლების მიერ საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ფულადი შემოწირულებები კი დამხმარე ორგანიზაცია AHBAP-ს გადაეცა.
თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დახმარებისთვის საკოორდინაციო ოფისი MAN-ის შტაბ-ბინაში, მიუნხენში შეიქმნა. კომპანიამ ახალი კამპანიის ფარგლებში სტიქიის ზონაში მომუშავეთათვისაც დაიწყო შემოწირულებების შეგროვება.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა თრაქ ენდ ბასი წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები