სიმონ დადიანის ნათესავები წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავები საქართველოს კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი უანგაროდ გადასცა.
- ორბელიანის სასახლიდან 5 ტილოს გატანას ლია და მიხეილ დოდე სპეციალურ ოპერაციას უწოდებს, რომელიც მათთვის რთულად დასაჯერებელია, რადგან სწორედ ორბელიანების სასახლე ესახებათ ადგილად, სადაც მსურველები ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებდნენ.
- ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლიდან მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების შემდეგ გაიტანეს, როცა მან სოლიდარობა გამოხატა მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ, ხოლო საქართველოს მთავრობა საბჭოთა ხელისუფლებას შეადარა.
დეტალები: ლია და მიხეილ ვოდეს ცნობით, ნახატების საქართველოსთვის გადაცემა თავად ხელოვანის სურვილი იყო.
- "მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე", — ამბობდა სიმონ დადიანი.
- ამ სურვილის აღსრულებაში ხელოვანის ნათესავებს მათი ბავშვობის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი დაეხმარა, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.
- "საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება", — ნათქვამია წერილში.
- მათი შეფასებით, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის.
- "ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა . დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება", — ნათქვამია წერილში.
სვიმონ დადიანი აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და მოქანდაკე იყო.
- მან 5 წლის ასაკში, 1921 წელს ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა.
- თავდაპირველად პარიზში გაემგზავრა, შემდეგ კი აშშ-ში გააგრძელა ცხოვრება და მოღვაწეობა.
- მისი ნამუშევრები ინახება აშშ-სა და საფრანგეთში, როგორც სახელოვნებო სივრცეებში, ასევე კერძო კოლექციებში.
- 2017 წელს სვიმონ დადიანის შემოქმედების ნაწილი მისმა მემკვიდრეებმა საჩუქრად საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადასცეს.
- მხატვარი 1974 წელს სან-ფრანცისკოში, ორმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები