თეა წულუკიანი

17 Feb. 2023, 22:34

პროექტის არსებობის, შინაარსის შესახებ მე გავიგე სწორედ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ხელოვანმა გაიტაცა თავისი ნამუშევარი... თავიდან გალერეის გუნდი და ხელმძღვანელობა დაბნეული იყო, რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან… აი, მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი... ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა… თუ მივცემდით ამის ნებას, მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა პოსტივის ეთერში ისაუბრა. 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". ფაქტზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით "დანაშაულის ნიშნების არარსებობის" გამო შსს-მ გამოძიება შეწყვიტა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…