ირაკლი ღარიბაშვილი

18 Feb. 2023, 21:16

ორ-სამ თვეში ჩვენ გვექნება ნათელი სურათი იმისა, სად ვართ. თქვენ კარგად იცით საქართველოს შესახებ. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 2 000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი. ამიტომ, გამოცდილება დაგვიგროვდა. რთულია ითქვას, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა, უკრაინის ომის შემდეგ. მე უნდა გავიმეორო ის, რაც თავიდანვე ვთქვი, ბატონებო — მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა. იმიტომ, რომ თავად ვიხილეთ რომ ატომური ომის საფრთხის შესახებ რიტორიკა დაბრუნდა არა მარტო უკრაინაში, არამედ ევროპაში და მთელ პლანეტაზე. ამიტომ, უნდა ველოდოთ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს. ექნება ერთად დასხდომის საშუალება, სურვილი, მოლაპარაკება, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ომი არ არის გადაწყვეტა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ საკუთარი გამოწვევები გაგაჩნია, მაგრამ ჩვენ რაც შევძელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის არის, რომ ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს არსებობაში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა. ეს სჭირდება ხალხს. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…