რასა იუკნევიჩიენე

20 Feb. 2023, 17:53

ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: ეს პიროვნება მომავალ კვირას, ალბათ, იტყვის, რომ ამ ყველაფრის გამო, ემიგრაციისა და იმის გამო, რომ ხალხი ქვეყანას ტოვებს, იქნებ, ევროკავშირის წევრობაც არ გვინდაო. პირველი შთაბეჭდილება ასეთი მქონდა.

ჩემს ქვეყანაში ჩვენ გვესმის უვიზო რეჟიმი, ევროკავშირის წევრობა, როგორც მოგზაურობის შესაძლებლობა. განათლებაზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა, უცხოეთში სამუშაო ადგილებზე წვდომის თავისუფალი შესაძლებლობა. ჩვენ ამით ვსარგებლობ, ესაა მუშაობის შესაძლებლობა, მოგზაურობის შესაძლებლობა. ევროკავშირი ჩვენი საერთო სახლია. აქ არ არის საუბარი არალეგალურ ემიგრაციაზე. ჩვენ უკეთეს სამსახურებს ვეძებთ. უამრავი ადამიანი უკან ბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონე უფრო და უფრო უმჯობესდება —ხალხი ახალი გამოცდილებით, პოლიტიკური კულტურის, ბიზნეს კულტურის ახალი გაგებით.

 ვხედავთ სხვაობას მათ შორის, ვინც ცხოვრობს საბჭოთა წარსულის მოგონებებით და მათ შორის, ვისაც აქვს თანამედროვე ევროპული ხედვა, უკეთ ესმით დემოკრატია. საქართველოსთვის აუცილებელია ჰყავდეს მეტი ადამიანი, ვისაც ნანახი ექნება ევროპული ქვეყნები და ხედავდეს სხვაობას, რომ ეს სიძულვილი საქართველოში სულაც არაა ევროპული. ესაა მანიპულაცია.

დროდადრო ვუყურებ პროპაგანდისტულ არხებს, რომ გავიგო, რას ამბობენ და ისინიც იმავეს აკეთებენ — აჩვენებენ, თითქოს ბალტიის წევრებს ევროკავშირში გაწევრიანება ვერაფრით დაეხმარა და ისინი ახლა შეუმდგარი ქვეყნები არიან. ასე არაა. ჩვენ, ლიეტუველებმა ბევრი გავაკეთეთ, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღებაში დავხმარებოდით და ასე, რომ ეს ტვიტი არის არადიპლომატიური, არასწორი და არ დაეხმარება ურთიერთნდობის დამსახურებას ჩვენს პოლიტიკოსებს შორის. [ფორმულას თარგმანი].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…