საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გორში 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობა და აგრომიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია აგრობაღებმა გორში, სოფელ ზერტში, 22 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 000 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 5 300 000 ლარს შეადგენს. ბანკის ფინანსური რესურსი, როგორც ნერგების გაშენებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სეტყვადამცავი და წვეთოვანი სისტემის შეძენასა და მოწყობას მოხმარდა.
კომპანიამ ბაღების გაშენება 2021 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავლის აღებას კი 2023 წელს ელოდებიან.
"საქართველოს ბანკთან თითქმის 2 წელია ვთანამშრომლობთ. პარტნიორობის ფარგლებში სოფელ ზერტში ისეთი ჯიშის ვაშლის ბაღები გავაშენეთ, როგორიცაა: გოლდენ დელიშეზი, გალა, რედ დელიშეზი, გრანი სმიტი, პინოვა, რედ ჯონაპრინცი. ეს ჯიშები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და მათზე მოთხოვნა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენც რეალიზაციას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში ვგეგმავთ", — განაცხადა კომპანია აგრობაღების დირექტორმა, დავით ჯაფარიძემ.
"კომპანიისთვის ეს არის პირველი ასეთი დიდი პროექტი, რაც ვაშლის ბაღების გაშენებასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას გულისხმობს. კომპანია ასევე ფიქრობს ეტაპობრივად გააფართოვოს ბიზნესი და სამაცივრე მეურნეობა შექმნას. აგრობაღებმა პროექტის განხორციელება საქართველოს ბანკის აგროდაფინანსების ფარგლებში შეძლო. ეს სქემა გამორჩეულია იმით, რომ პროექტში ჩართულ მეწარმეს სხვა აგროპროექტების საშეღავათო და საგრანტო პირობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს კი კომპანიისთვის დამატებით მოტივაციაა, რათა კიდევ უფრო განავითაროს და გააძლიეროს, როგორც საკუთარი ბიზნესი, ასევე ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
ინფორმაციისთვის, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ბანკის აგროდაფინანსებით, რაც მოიცავს მრავალწლიანი კულტურების: ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრის, ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები