კახა კალაძე

21 Feb. 2023, 14:23

დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დღეებია ვისმენთ ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, შეუძლია ძალიან მარტივად მოიძიოს სხვა ქვეყნებში, თუნდაც ამერიკასა ან უნგრეთში მიღებული კანონი, რომლებიც არის უფრო ხისტი. რუსულ კანონთან პარალელის გავლება ფიზიკურად შეუძლებელია.

არანაირი საფრთხე ორგანიზაციების დახურვის არ არსებობს. ზოგადად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც ასე გავაკეთოთ, რაც სწორი არაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა. მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…