რომის პაპის პირადი აუდიენცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შედგა
ფოტო: საბაუნი
13 თებერვალს ვატიკანში პაპმა ფრანცისკემ, პირველად ჩვენს ისტორიაში, ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად უმასპინძლა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციის 80-მდე წევრს, მათ შორის უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, პროფესორებს, საბაუნის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და სტუდენტებს პაპმა პერსონალურად მიმართა.
"მადლობას მოგახსენებთ თქვენი ვიზიტისა და საქმიანობისათვის, რომელიც საუკეთესო მაგალითია თავდადებული კულტურული კვლევა-ძიებისა და იმ ფასდაუდებელი სიკეთისა, ახალგაზრდობის აღზრდა რომ ჰქვია. განათლება სწორედ ამას გულისხმობს — ხელი შეუწყო ახალი თაობების ზრდას, ყველაზე ნაყოფიერი ფესვების აღმოჩენასა და მოვლას, რათა იხარონ და ნაყოფი გამოიღონ. ეს კარგად ეხმიანება თვით საქართველოს იდენტობასაც, ახალგაზრდა, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნისა, ზეცით კურთხეული მიწისა, რომლის ბედნიერი მოგონებანიც მარად შემორჩა ჩემს ხსოვნას", — განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
ფოტო: საბაუნი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორის, აკაკი ჭელიძის განმარტებით, პაპთან ვიზიტი ჯერ კიდევ 2 წლის წინ, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიგეგმა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო და ახლახან განხორციელდა. როგორც თავად აღნიშნა, ეს უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარების ტოლფასია.
"ჩვენი მისიის ნაწილია, რომ ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პრინციპების ერთგული საზოგადოების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ვარსებობთ მხოლოდ იმისათვის, რომ გამოვადგეთ ადამიანს. განათლების მიცემა კი, ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. რომის პაპის პირადი აუდიენცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან, ჩვენი აკადემიური საქმიანობისა და იმ სოციალური პასუხისმგებლობის ერთგვარი დაფასებაა, რომელიც უნივერსიტეტს დაარსებიდან დღემდე აკისრია. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენს სტუდენტებსაც მიეცათ საშუალება ამ მნიშვნელოვანი დღეზე დასწრებისა", — აღნიშნა აკაკი ჭელიძემ.
ფოტო: საბაუ
როგორც საბაუნის"პრორექტორმა, დიმიტრი გეგენავამ განმარტა, მიუხედავად იმისა რომ შეხვედრას მხოლოდ საბაუნის საზოგადოება ესწრებოდა, პაპმა, ზოგადად, ქართველი ხალხისთვისა და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა.
"პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომის პაპმა ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად უმასპინძლა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი ერისთვის. ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ჩვენი პირადი აუდიენციისა, შეხვედრა რომის პაპისთვის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, თავისი მნიშვნელოვანი სათქმელის გაზიარების საშუალებად იქცა".
როგორც პაპმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: "ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს… საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ და მას არასდროს დაავიწყდება საქართველოს ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გვაქვს".
ფოტო: საბაუნი
რომის პაპთან ვიზიტი ვატიკანის საელჩოს საქართველოში (წმინდა საყდრის სადესპანო) მხარდაჭერით განხორციელდა.
"მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი და ამავდროულად საზეიმო შეხვედრის ხელშეწყობა ჩვენი საელჩოს დახმარებით განხორციელდა. უნივერსიტეტმა, რომელიც გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებს, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების შეძენა მოახერხა. ეს ის უნივერსიტეტია, რომლის აკადემიური საქმიანობა 30 გულანთებული სტუდენტითა და ერთი ფაკულტეტით დაიწყო, დღეს კი, რამდენიმე ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს, მუდმივად იზრდება და ვითარდება", — განაცხადა ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურმა.
ვატიკანში რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრების ციკლი, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რამდენიმე ინსტიტუციაშიც განხორციელდა, მათ შორის — კულტურისა და განათლების სამინისტროში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები