თიბისის მხარდაჭერით აშენებულ სათბურებში კომპანია "სტრელეციას" უნიკალური მცენარეები გამოჰყავს
ქოთნის ყვავილების სათბური და სავაჭრო ცენტრი "სტრელეცია", რომელიც ამავე სახელწოდების ულამაზესი ეგზოტიკური ყვავილის სახელს ატარებს, საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ოთახის ყვავილებისა თუ სხვა დეკორაციული მცენარეების მოყვარულთა ყურადღება.
მისი დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე, რომელმაც ჰოლანდიაში 26 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მეყვავილეობა პროფესიად აქცია, სამშობლოში იმ მიზნით დაბრუნდა, რომ ევროპაში დაგროვილი გამოცდილება კონკრეტულ საქმედ ექცია და, როგორც თავად ამბობს, ამით სამშობლოს განვითარების პროცესში ერთი აგური დაედო.
მერაბ ფუტკარაძემ საკუთარი სახსრებით იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდა, სასათბურე მეურნეობა გააშენა და ქოთნის მცენარეების უნიკალური ჯიშების ევროპიდან შემოტანასა და საქართველოში მათ პოპულარიზაციას შეუდგა. სწორედ ასე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე უამრავი უნიკალური მცენარე, მათ შორის კი ყვავილების დედოფალი, ულამაზესი სტრელეციაც, რომელიც, სხვა მცენარეებთან ერთად, კომპანიას ახლა უკვე ადგილზე, თავად გამოჰყავს.
"მთავარი, რაც ჩვენს კომპანიას ბაზარზე არსებული მსგავსი კომპანიებისგან განასხვავებს, მცენარეების ხარისხია. ევროპიდან შემოგვაქვს უმაღლესი ხარისხის ტორფი, ადგილზე სპეციალური დანადგარების მეშვეობით გამოგვყავს მცენარეებისთვის ინდივიდუალურად საჭირო მიწა. ჩვენთან ყველა მცენარე ქოთანში იზრდება. ამით ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები შხამ- ქიმიკატი მივაწოდოთ მათ. როგორც შხამ-ქიმიკატებით მოწამლული ხილი თუ ბოსტნეულია მავნე ორგანიზმისთვის, ასევეა ქოთნის ყვავილების შემთხვევაშიც, რომლებიც ამ შხამს შემდეგ ჰაერში გამოყოფენ და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ მიერ გამოზრდილი მცენარე ჯანმრთელი იყოს. ქოთანში მცენარე კი ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ღია გრუნტში გამოზრდილი თუნდაც წიწვოვანი მცენარეები, რომლებიც სწორედ მიწაში არსებული დაავადებებით ავადდებიან", — ამბობს კომპანია "სტრელეციას" დამფუძნებელი, მერაბ ფუტკარაძე.
იმერეთში, 2 ჰექტარ მიწაზე, თიბისის მხარდაჭერით აგებულ თხუთმეტამდე სათბურში, "სტრელეციას" საგანგებოდ დატრენინგებული პერსონალი, მერაბ ფუტკარაძის თაოსნობით, 200-მდე სახეობის მცენარეს უვლის. მცენარეების 60-მდე სახეობა საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, უმეტესობა კი, მათ შორის წიწვოვანი მცენარეები, ადგილზე გამოჰყავთ.
მერაბ ფუტკარაძისვე ინიციატივით, მეურნეობას წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს ჰოლანდიიდან მოწვეული აგრონომი, რომელიც "სტრელეციაში" დასაქმებულ, საგანგებოდ შერჩეულ პერსონალს კონსულტაციას უწევს და ატრენინგებს. ამჟამად კომპანიაში 7 დასაქმებულია.
მომავალში "სტრელეცია" ტერიტორიის ორჯერ გაფართოებას, იმპორტის შეჩერებას და ყველა მცენარის ადგილზე გამოყვანას, სახეობების გამრავალფეროვნებას და ფასების განახევრებას გეგმავს.
რამდენიმე თვეში კი, მერაბ ფუტკარაძის ინიციატივით, კომპანიის ბაზაზე აგრონომიის შემსწავლელი ინსტიტუტი გაიხსნება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები