Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა
ფოტო: გალტ&თაგარტი
Global Finance-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, "გალტ & თაგარტი" კი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს.
Global Finance-ის ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია წელს 24-ედ გამოავლინა. ამ სიაში Galt & Taggart-ი J.P Morgan-ის, Societe General-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ისა და მსოფლიოს წამყვან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დასახელდა.
"გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანიები საინვესტიციო ბანკირების რჩევებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებით კი, კრიზისულ პერიოდში. წელს, ბაზარზე რეკორდული ინფლაციისა და ეკონომიკური ბუნდოვანების ფონზე, Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ამ სექტორის წამყვან ინსტიტუტებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი 2023-ის" ტიტული დაიმსახურეს", — აღნიშნავს ჯოზეფ დ. ჯიარაფუტო, Global Finance-ის მთავარი რედაქტორი.
"მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წელს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა "საუკეთესო საინვესტიციო ბანკის" ჯილდოს მიღება. გალტ & თაგარტის გლობალური აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა, წვლილი შევიტანოთ საქართველოს საინვესტიციო ბაზრის განვითარების პროცესში, სწორი ორიენტირისკენ მიემართება. ეს ჩვენთვის Global Finance-ის მიერ გადმოცემული რიგით მეშვიდე ჯილდოა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შევქმნათ უფრო მეტად ინოვაციური და ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტები", — განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა და მას მსოფლიოს 193 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ჟურნალი უკვე 36 წელია, მსოფლიოს ფინანსურ საზოგადოებაში უმაღლესი სტანდარტის საზომია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები