გიორგი გახარია

23 Feb. 2023, 22:32

დღეს ერთი ადამიანის აღქმებით იმართება სახელმწიფო. არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. დღეს სახელმწიფო ფაქტობრივად დისფუნქციურ მდგომარეობაშია. თავის ფუნქციებს ინსტიტუტები ვერ ასრულებენ. რატომ? იმიტომ, რომ ვერტიკალი სრულად არის. ასე ჩემ დროს არ იყო. როდესაც ერთი ადამიანის აღქმებით იმართება ქვეყანა, როდესაც არ მუშაობენ ფილტრები, როდესაც გაუთვითცნობიერებელი შიშები მოქმედებენ ამ ადამიანის განწყობებზე და აღქმებზე, არანაირ ადეკვატურობაზე იქ საუბარი შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, რას ვემსგავსებით, როდესაც გაუთვითცნობიერებელ შიშებზე, მაგალითად, შვეიცარიული საბანკო სისტემა ვიღაცას ებრძვის, ევროპული მედიასივრცე კორუმპირებულია CNN-ი ანგაჟირებულია, ამერიკის შეერთებული შტატები გადატრიალებას ამზადებს საქართველოში, ევროპარლამენტარები არიან მოსყიდულები. ეს ჩვეულებრივი პარანოიაა.

სააკაშვილი ბოლო ეტაპზე, ყველა საპირისპირო აზრი და ოპონენტი რუსეთის აგენტი იყო. ფაქტობრივად, ყველა, ვისი აზრიც არ მოსწონდათ, იმას ეძახდნენ რუსეთის აგენტს. დღეს ვის ეძახიან რუსეთის აგენტს? როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ორი პარანოიკის ტყვეობაში? არ გინდათ, რომ ამას დავაღწიოთ თავი და მივიდეთ იქამდე, რომ ჩვენი შვილების მომავალი არ იყოს დამოკიდებული ორი პარანოიკის ვაჭრობაზე ამ ქვეყნის ბედით. მე, მაგალითად, ეს მინდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…