როგორ დავზოგოთ თანხა ინვესტირების დახმარებით?
ფოტო: www.freepik.com/pvproductions
ცნობილი სამოტივაციო ფოტო ხომ გინახავს, 1.01365 რომ 37-ის ტოლია, ხოლო 1365 — 0-ის? მართალია, ეს მაგალითი იმის საჩვენებლად შეიქმნა, რომ ადამიანს მცირე ცვლილებების შედეგი აჩვენოს, თუმცა, იგივე მიდგომა ინვესტირებაშიც ამართლებს. სტატიაში მოგიყვებით, რატომ არის ინვესტირება უფრო მომგებიანი, როდესაც ფულის სისტემატურად აბანდებ და არა ერთჯერადად.
ინვესტირების პროცესში მუდმივი დაბანდება გაცილებით უფრო მომგებიანია. ამას მათემატიკა მარტივად ამტკიცებს. წარმოიდგინე, ყოველთვიურად აბანდებ 100$-ს, ხოლო წლიური ამონაგები 10%-ია. წლის ბოლოს დაბანდებული გაქვს 1200$, ამონაგები 120$-ს შეადგენს, ჯამური თანხა კი — 1320$-ს . თუ გადაწყვეტ, რომ ამონაგები გამოიტანო და მხოლოდ 1200$-ით გააგრძელო ინვესტირება, 10 წლის შემდეგ არაფერი შეიცვლება.
თუმცა, წარმოიდგინე მეორე სცენარი. შენ განაგრძე ინვესტირება 1320$-დან. ამ შემთხვევაში, წლიური ამონაგები 132$ იქნება, დამატებით, 120$, რომელიც ყოველთვიური 100$-ის ინვესტირებით დაგროვდა. ჯამში, ორი წლის შემდეგ, 2652$ გაქვს. ყველაფერი ასე რომ განაგრძო, 10 წლის შემდეგ ჯამში შენ გექნება 21911$, წლიური 2,638$-ის ამონაგებით. ფაქტობრივად, შენი საწყისი ყოველთვიური ინვესტიცია (12000$) 87%-ით გაიზარდა.
დაგვეთანხმები, 21911$ გაცილებით მეტია, ვიდრე 12000. სწორედ ასეთი დიდი ძალა აქვს ე.წ. ნაერთ ინვესტირებას. ინვესტორები ამ მიდგომას ხშირად მიმართავენ, ვინაიდან თავდაპირველი წლიური მცირე ამონაგები იმდენად უმნიშვნელოა, მათთვის ფინანსურად სარგებელი არ მოაქვს, თუმცა, დროთა განმავლობაში, საინვესტიციო პორტფელის ღირებულება იზრდება. ინვესტორები ამ მეთოდს გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მისაღწევად იყენებენ. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტია ყოველთვიური ინვესტიცია, მით უფრო სწრაფად გროვდება სასურველი თანხა.
კიდევ უფრო საინტერესოა ინვესტირება ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციების ფასები ყოველწლიურად იმატებს. მაგალითად, Apple-ს (AAPL) აქციებში, რომ 10 წლის წინ დაგეწყო ყოველთვიურად 100$-ის ინვესტირება, ხოლო Apple-ს აქციების ფასის საშუალო წლიური ზრდა 20% ყოფილიყო, დღეს 40000$-მდე გექნებოდა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მართლა მხოლოდ 20%-იანი ამონაგები იქნებოდა. ინვესტორებისთვის ხშირად მთელი მოტივაცია ის არის, რომ ყოველთვიური მცირე ინვესტიციებით, რამდენიმე წლის განმავლობაში გაცილებით მეტი თანხის დაგროვება არის შესაძლებელი, ვიდრე შემოსავლის სხვა წყაროებით.
თუ გინდა, რომ შენით დათვალო გარკვეულ დროში რა თანხის დაზოგვა შეგიძლია, სცადე ონლაინ კალკულატორი Investor.gov. საიტზე ყველა აუცილებელი ფუნქციაა, რომელიც გამოთვლებში დაგეხმარება და საკუთარი ფინანსური გეგმის შემუშავებას უკეთ შეძლებ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები