ვოლოდიმირ ზელენსკი

24 Feb. 2023, 11:13

თითქმის ყველას აქვს ტელეფონში მინიმუმ ერთი კონტაქტი, რომელიც აღარასდროს აიღებს ტელეფონს. არასოდეს უპასუხებს ტექსტურ შეტყობინებას: "როგორ ხარ?". ამ მარტივმა სიტყვებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა ომის დროს. ყოველდღიურად მილიონობით უკრაინელი მილიონჯერ წერს ან უსვამს ამ კითხვას საყვარელ ადამიანს. ყოველდღე ვიღაც პასუხს არ აბრუნებს. ოკუპანტები ყოველდღიურად ხოცავდნენ ჩვენს ნათესავებს და მეგობრებს.

ჩვენ არ წავშლით მათ სახელებს ტელეფონიდან ან საკუთარი მეხსიერებიდან. ჩვენ მათ არასოდეს დავივიწყებთ. ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ რუსი მკვლელები დამსახურებულად არ დაისჯებიან — საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, ღვთის განაჩენით, ჩვენი მეომრების მეშვეობით, ან ყველა ერთად.

განაჩენი აშკარაა. 9 წლის წინ მეზობელი აგრესორი გახდა. ერთი წლის წინ აგრესორი გახდა ჯალათი, მძარცველი და ტერორისტი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცემიან, ჩვენ არ გვეპარება ეჭვი, რომ გავიმარჯვებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…