კელი დეგნანი

24 Feb. 2023, 15:00

ეს კანონი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან საქართველოში მოქმედ დონორებს აქვთ ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა. მაგალითად, USAID-ის მაგალითზე, ყოველი სამი თვის განმავლობაში დეტალური ანგარიში წარედგინება პარლამენტს, შემდგომ პარტნიორებიც, ასევე, დეტალურ ანგარიშს, ფინანსურს თუ სხვაგვარს, წარუდგენენ საგადასახადო ორგანოს. შესაბამისად, გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, სხვადასხვა ვებსაიტზე.

რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, ის კანონი, რაც ამერიკაში მოქმედებს, ეხება ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ქვეყნების ინტერესებს ამერიკაში. შესაბამისად, ეს არ არის ამერიკული კანონი და ეს არის რუსული კანონის ანალოგი, რომლის მიზანი მდგომარეობს იმაში, მოახდინოს სტიგმატიზაცია ამ ორგანიზაციების, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და ხელი შეუშალოს ქართველებს, რომ დაეხმარონ საზოგადოების სხვა წევრებს.

მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის, რომ გაგრძელდეს საზოგადოების დახმარებას იურიდიული კუთხით. ხელს შეუშლის, მაგალითად, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრებს, რომლებიც ეხმარებიან შშმ ადამიანებს. ხელს შეუშლის სამედიცინო კვლევას, რომელიც დონორების მხარდაჭერით ხორციელდება, შეუშლის ხელს ტურიზმს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილებებსა თუ სხვა საკითხებზე. სია ნამდვილად ძალიან გრძელია. საუბარია იმაზე, საჭიროა კი ეს კანონმდებლობა, როცა ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა?

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…