ირაკლი ღარიბაშვილი

24 Feb. 2023, 15:22

ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს, საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე ჩემო მეგობრებო, არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობის და განვითარების. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე, განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემებს. 

ერთ-ერთი მთავარი განსაცდელი შეიძლება იყოს ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და უბედურება. მოდით, ახლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში:

  • უკრაინამ დღეის განმავლობაში უკვე დაკარგა 20% ტერიტორიების, 20%;
  • ათიათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი;
  • მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარი არის 700-800 მილიარდზე, ზოგი ამბობს, რომ ზარალმა შეადგინა 1 ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ომი არ ჩერდება.

ამიტომ ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვაც, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. აი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. 

რა თქმა უნდა, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენთვის ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტებიც დაფიქსირდა, ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, მცდელობა იყო ძალიან ბევრი, რომ ფრონტი გახსნილიყო და გადმოტანილიყო საქართველოშიც, ეს ე.წ. მეორე ფრონტი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლები გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ომი და მეორე ფრონტი და ეს პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. 

თურქეთში მყოფმა ღარიბაშვილმა, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და სხვა თემებთან ერთად, უკრაინის ომის წლისთავზეც ისაუბრა. ტრადიციულად გააჟღერა ანტიდასავლური ნარატივები ომში ჩათრევაზე და ქართული ოცნების პოლიტიკის შესაქებად ომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…