გიგა ბოკერია

25 Feb. 2023, 17:53

სრულიად დეგრადირებული უნდა იყო, რომ ასეთი განცხადება გააკეთო, როცა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გქვია, ასეთ დღესთან დაკავშირებით განცხადებაში არ ახსენო მტერი, ვინც მაშინ დაგვანგრია და ათწლეულობით ჯოჯოხეთში მოახვედრა ჩვენი ქვეყანა, წაგვართვა სახელმწიფოებრიობა და ვინც დღესაც ჩვენი მტერი, ოკუპანტია და უნდა ჩვენი განადგურება, მაშინ სტალინისტურ-ლენინისტური საბჭოთა რუსეთი, დღეს პუტინისტური რუსეთი, როგორიც ის იყო და არის დღეს.

არ ახსენებს ამას და თან იძახის, რომ ამ მოვლენამ შეცვალა ქვეყნის განვითარებაო, ასე აფასებს ამ ყველაფერს, ეს განცხადებაც კი საკმარია, სხვა რომ არაფერი არ ვიცოდეთ, რომ მივხვდეთ როგორი სამარცხვინო, პუტინისტური სულისკვეთების მქონე რეჟიმი ჰყავს თავს მოხვეული ჩვენთვის ივანიშვილის ღარიბაშვილის სახით.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მას რუსეთი და საბჭოეთი არ უხსენებია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…