მთავრობის პოსტს, სადაც რუსეთის ხსენების გამო კომენტარებს შლიან, ბოტები ალაიქებენ
დღეს, გასაბჭოების 102-ე წლისთავზე საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე პრემიერმინისტრის სახელით პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც 1921 წელს საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრა და ანექსია "ტრაგიკულ მოვლენად" არის მოხსენიებული, თუმცა არც რუსეთი, არც საბჭოთა არმია ნახსენები არ არის.
რა ხდება: მოქალაქეებმა ეს გააპროტესტეს და პოსტის კომენტარებში მოუწოდებდნენ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთზე ესაუბრა.
- იწერებოდა შემდეგი კომენტარები: "რუსეთი ოკუპანტია", "რუსეთი მტერია", "რუსეთი მკვლელია", "სამარცხვინოები ხართ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთი საათის სხვაობით გადაღებულ ორ სქრინშოტზე ჩანს, რომ ამ პოსტზე კომენტარების რაოდენობა მცირდება, მაშინ, როცა რეაქციების და შეარების რაოდენობა იზრდება — მთავრობა საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვს ზღუდავს და კომენტარებს შლის.
- რამდენიმე მოქალაქემ სქრინშოტიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მთავრობის გვერდით ვერ სარგებლობენ, რადგან კომენტარების გამო დაბლოკეს.
გარდა ამისა, ლაიქების რაოდენობის გაზრდის მიზნით მობილიზებული არიან ბოტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
- იმის გასარკვევად, რა მიზეზით შლიან კომენტარებს ან ბლოკავენ ხალხს, On.ge მთავრობას დაუკავშირდა და მათგან განმარტებას ველოდებით.
კონტექსტი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მთავრობა რუსეთის კრიტიკას, ან მის ხსენებასაც ერიდება, რითიც რუსულ პროპაგანდას აძლიერებს — მაგალითად, უკრაინის შესახებ რეზოლუციაში, მათ ოკუპანტი ქვეყანა საერთოდ არ ახსენეს.
- გარდა ამისა, 2022 წლის 8 აგვისტოს პრემიერმინისტრმა პოსტში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის თარიღები გააერთიანა და დაწერა, თითქოს ისინი მხოლოდ 14 წლის წინ დავკარგეთ.
- თუმცა აფაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ, 90-იანი წლებიდან სწორედ რუსეთის მართული სეპარატისტული ჯგუფები მართავდნენ აფხაზეთს დე ფაქტოდ, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იდგა რუსული დანაყოფები.
- კითხვაზე, რატომ იმეორებენ რუსულ პროპაგანდას და რატომ მიიჩნევენ ომის დასაწყისად 8 აგვისტოს, პრემიერმა თქვა, რომ სამწუხაროა, როცა თარიღებზე უწევთ საუბარი.
წარსულიდან: მსგავსი შემთხვევა მოხდა 2018 წელსაც — პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქპოსტზე, რომლითაც არასამთავრობოებს აკრიტიკებდა, ბოტების ლაიქები გაჩნდა.
- მაშინ მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად HAHA რეაქციების წერა დაიწყეს, რასაც მთავრობამ "ვირუსული შეტევა" და "ტროლინგი" უწოდა და განაცხადა, რომ გაჩნდა არაეთიკური კომენტარები, რომელიც გვერდის ადმინისტრატორმა წაშალა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები