რუსული პროპაგანდა "ოცნების" განცხადებებს იყენებს და ამტკიცებს, თითქოს საქართველო მზადაა, EU-სთან ურთიერთობა გაწყვიტოს
ფოტო: ქართული ოცნება/FB
სტატია, რომლის მიზანი მკითხველის შეცდომაში შეყვანაა, RIA-ზე დღეს გამოქვეყნდა.
რატომ არის მნიშნველოვანი: RIA რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროპაგანდისტული მედიაა, რომელიც მუდმივად ავრცელებს დეზინფორმაციას და კრემლის ნარატივებს აჟღერებს.
- გამოცემა მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს, რომელსაც ადგილობრივი მედია და არასამთავრობო სექტორი პროპურუსულად და ანტიდასავლურად ვაფასებთ, იმის დასამტკიცებლად იყენებს, თითქოს ქვეყანა მზადაა, ევროპაზე უარი თქვას.
- მასალაში არგუმენტად გამოყენებულია ისიც, რომ ბოლო პერდიოში ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებმა არაერთხელ "დაიმსახურა" რუსეთის მაღალჩინოსნების მოწონება.
- ეს სტატია გამოქვეყნდა საბჭოთა ოკუპაციის 102-ე წლისთავის მეორე დღეს, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ანექსიაზე პოსტში რუსეთი არ ახსენა და კომენტარებში რუსეთის დაწერის გამო მთავრობის გვერდზე მოქალაქეები დააბლოკინა.
- მედია და არასამთავრობო სექტორი დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზეც, რომ მმართველი გუნდის განცხადებები რუსულ პროპაგანდის მანქანაზე ასხამს წყალს, რაც მსგავსი მასალებით დასტურდება.
დეტალები: ავტორი წერს, თითქოს ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ევროპელები გააგრძელებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
- "მიზეზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი მოწოდებაა. გარდა ამისა, დასავლეთი უკმაყოფილოა საქართველოს სურვილით, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ", — ვკითხულობთ სტატიის შესავალში.
- "მშვიდობით ევროპა" — ამ ქვესათაურში განხილულია შეფასებები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და აღნიშნულია, რომ თბილისი არ ჩქარობს ევროპელი პარტნიორების მიმართვის გათვალისწინებას.
- აქვე იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ევროპას არ უჯერებს, გამოყენებულია კახა კალაძის ციტატა: "არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ".
- ამის შემდეგ ისინი განიხილავენ ანტიდასავლური მოძრაობის ხალხის ძალის კანონპროექტს.
- სტატიაში იმეორებენ ავტორების განცხადებას, თითქოს ის ამერიკული კანონის მსგავსია — რუსულ კანონს კი მხოლოდ ოპოზიციის და პარტნიორების კრიტიკულ შეფასებაზე საუბრისას ახსენებენ და არაფერს წერენ იმაზე, როგორ იყენებენ რუსეთში მის ანალოგს.
ღარიბაშვილის სიტყვებს მეორე ფრონტის შესახებ RIA უყურადღებოდ არ ტოვებს და წერს, რომ პრემიერი დარწმუნებულია, ევროპის პრეტენზიები ამას უკავშირდება.
- აქვე ახსენებენ პრემიერმინისტრის მუდმივად გამეორებად ფრაზას ეკონომიკურ ზრდაზე და წერენ იმასაც, რომ გასულ წელს რუსეთი იყო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი — ამ ფორმით, მანიპულაციურად ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა რუსეთის დამსახურებაა.
- სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისის პოზიციას გაბედულად მიიჩნევს.
- შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა ლავროვის მიერ მმართველი გუნდის ქება შეაფასა, როგორც საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა და პროპაგანდის მაგალითი.
- ხოლო უკრაინის საგარეომ ლავროვისა და კობახიძის განცხადებებს თბილისსა და მოსკოვს შორის რევერანსების გაცვლა უწოდა.
გარდა ამისა, სტატიას თან ერთვის ამავე გამოცემის კიდევ ერთი მასალა "დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს ამზადებს", რომელშიც განხილულია ირაკლი კობახიძის განცხადება კიევის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის სურვილზე და წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მოსკოვთან მტრობა.
- ევროპაზე სტატიის დასასრულს კი მოყვანილი ყავთ რუსი და ქართველი პოლიტოლოგების შეფასებები, რომლებიც აძლიერებენ კრემლის ნარატივს.
- მაგალითად, შოთა აფხაიძე, რომელიც აგენტებზე ხალხის ძალის კანონპროექტის მხარდამჭერად არის მოხსენიებული, ავრცელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას, თითქოს აშშ-ს და ევროკავშირს სურს ქვეყნიდან მაქსიმალური სარგებელი გამოწურონ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ.
სინამდვილეში წლების განმავლობაში საქართველოს პარტნიროებმა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის არაერთი პროექტი დააფინანსეს და დაეხმარენ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში. გარდა ამისა, ისინი ეხმარებიან ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსაც, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
- რაც შეეხება ევროპული კურსის ცვლილებას, ხელისუფლების პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებების მიუხედავად, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა დასავლური კურსის მხარდამჭერია.
- მაგალითად, CRRC-ის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ მისწრაფებებს ინარჩუნებენ.
- NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები