ალეკო ელისაშვილი

27 Feb. 2023, 15:34

ბატონო თავმჯდომარე თქვენ მინდა მოგმართოთ და კატეგორიული პროტესტი გამოვაცხადო იმის გამო, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ. მე როგორც პარლამენტის არჩეულმა წევრმა, დავუშვი რამდენიმე ადამიანზე საშვი. არც დაცვის სამსახურისთვის დამიმალავს და არც თქვენთვის, რომ დიახ, მე დავუშვი საშვი, რათა ისინი მოსულიყვნენ და აქ როგორც სხვები დგანან, ისე დამდგარიყვნენ და თავისი კონსტიტუციური უფლება გამოეხატათ — თავისი პოზიცია ეთქვათ და პროტესტი გამოეხატათ, დიახ, ამისთვის ვუშვებდი საშვს. დაცვის თანამშრომლები ხელებს აფარებდნენ და არ უშვებდნენ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უმსგავსობა.

თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ბიუროს სხდომაზე. ბიუროს პარალელურად აქციის მონაწილეები აქციას ვმართავთ და ანტი დასავლური ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვაპროტესტებთ. რამდენიმე მედიაორგანიზაციამ დამატებითი საშვები დეპუტატებს დააშვებინა — წინა აქციისას ამ მეთოდის გამოყენებით არაერთი ჟურნალისტი შევიდა პარლამენტში, თუმცა ამჯერად მათ დამტკიცებული საშვები გაუუქმეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…