რას ამბობს პროფკავშირების გაერთიანება აგენტების კანონპროექტის შესახებ
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ამის შესახებ გაერთიანებაში განცხადებას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
- მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.
- ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული, არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ არის.
- სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის უარყოფითად შეაფასა.
- ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს დაუჭერენ.
რას ამბობს პროფკავშირების გაერთიანება: მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი უხეშად არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს. ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას უფლებათა შეზღუდვის ლეგიტიმურობის ტესტთან დაკავშირებით.
- ამბობენ, რომ მათთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
- მათი თქმით, დონორების მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში ყველა ეტაპზე და შეიქმნა შრომის კანონმდებლობის აღმასრულებელი ინსტიტუცია, რითაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
- განმარტავენ, რომ კანონპროექტი ბუნდოვანია და მასში ტერმინი აგენტის გამოყენება პრობლემურია, ის ეროვნული კანონმდებლობის არაერთ პრინციპს ეწინააღმდეგება.
- "საგანგაშოა კანონპროექტის განზრახვა, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია და შემდგომში მის საქმიანობაზე ზედამხედველობა მიენდოს უშუალოდ გენერალურ პროკურორს ისე, რომ არ ითვალისწინებს არანაირ ჩამკეტ მექანიზმს", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათი განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურის მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრა მსუსხავ ეფექტს იქონიებს უცხოური ფინანსური დონაციებით მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობაზე.
გაერთიანება აღნიშნავს, რომ კონტროლი თანამდებობის პირისგან, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, იმთავითვე წარმოშობს ეჭვს საზოგადოებაში, რომ პირი ეწევა კრიმინალურ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას.
- ამბობენ, რომ კანონპროექტის პუნქტები ეწინააღმდეგება ინფორმაციის საჯარო ან კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისა და მათი გაცნობის შესახებ უკვე არსებულ რეგულაციებს.
- მათივე თქმით, რეგულირება გენერალური პროკურორის მხრიდან კანონის შერჩევითად გამოყენების რისკს ზრდის, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირისთვის საჯაროობა შესაძლოა ყოფილიყო სუსტი, მაგრამ მაინც დამცავი მექანიზმი.
- "კანონპროექტის პუნქტები განუზომლად აძლიერებს ძალოვანი უწყების გავლენის შესაძლებლობას ინდივიდებზე და წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებში არათანაზომიერ ჩარევას", — ნათქვამია განცხადებაში.
- გაერთიანების თქმით, გაუგებარია ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის რომელი პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო კანონის მიღება, მით უფრო, რომ განმარტებით ბარათებში ამის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერია ნათქვამი.
- საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა და საქართველოს პარლამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
- "პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს და გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები