500 Georgia აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება 3 მარტამდე გაგრძელდება — რატომ უნდა დავრეგისტრირდეთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
500 Georgia აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება 3 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ამ ბმულს უნდა ეწვიოთ.
500 Georgia აქსელერაციის პროგრამა რეგიონული საინვესტიციო პროგრამაა, რომელიც სილიკონ ველიზე დაფუძნებული 500 Global-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.
მისი განხორციელებით 500 Global მიზნად ისახავს, საერთაშორისო ცოდნისა და რესურსის გამოყენებით სტარტაპებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. უფრო ზუსტად, კაპიტალით უზრუნველყოს ისინი, ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე გაფართოებაში და, საერთო ჯამში, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გააძლიეროს.
რაში დაგვეხმარება მონაწილეობის მიღება?
სტარტაპები, რომლებიც 500 Global-ში ჩაერთვებიან, 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან. მის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სტარტაპების, მენტორებისა და ინვესტორების ფართო აუდიტორიას მისწვდნენ, ამ გზით კი საკუთარი პოტენციალი მაქსიმუმამდე გაზარდონ.
ვინაიდან 500 Global-ს მსოფლიოს გარშემო არაერთი ტექნოლოგიური კერა აქვს, იგი კიდევ ერთ შესაძლებლობას გვთავაზობს: სტარტაპებს, რომელთაც საზღვარგარეთ გაფართოება სურთ, საშუალება აქვთ, ამ უპირატესობით ისარგებლონ, უცხოური ბაზრები შეისწავლონ და საკუთარ კომერციულ შესაძლებლობებში უკეთ გაერკვნენ.
პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ წარმატებას არაერთი სტარტაპი აღწევს. მათ შორის აღსაღნიშნია კომპანია Intrro. ასევე, Flexport-ისგან დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო 500 Georgia აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულმა Cargon-მა. საგულისხმოა, რომ 500 Georgia აქსელერაციის პროგრამაში გამარჯვებულია ქართული სტარტაპი Payze-ც, რომელმაც გლობალურ ბაზარზე უკვე ფართოდ გაითქვა სახელი.
500 Georgia წელიწადში ორ აქსელერაციის პროგრამას ატარებს, რათა მთლიანად რეგიონსა და საქართველოში არსებულ სტარტაპებს დაუჭიროს მხარი. შესაბამის 4 წლიან შეთანხმებას ხელი 2022 წელს 500 Global-ს, GITA-სა და საქართველოს ბანკს შორის მოეწერა. 500 გლობალ კი საქართველოში პირველად 2020 წელს შემოვიდა.
რა არის 500 Global?
რაც შეეხება 500 Global-ს, იგი ე.წ. ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2.7-მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციებს დებს სტარტაპებში, რომელთაც პოტენციალი აქვთ, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიები გახდნენ; თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნაში ეხმარება, რომელშიც სტარტაპები სწრაფად შეძლებენ განვითარებას.
2010 წლიდან მოყოლებული 500 Global-მა 5000-ზე მეტ დამფუძნებელსა და 2700-ზე მეტ კომპანიას დაუჭირა მხარი 81 ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო სხვადასხვა ღირებულების კომპანიებისგან შედგება: 49 მათგანის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება, 150-ზე მეტისა კი — 100 მილიონ დოლარს. 500 Global-ის გუნდში 180-ზე მეტი მონაწილე გვხვდება 27 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
თუკი 500 Georgia აქსელერაციის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ, ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები